Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ მექსიკას მიმართა თხოვნით, დააპატიმროს პუტინი, თუ ის ინაუგურაციაზე ჩავა


ვლადიმირ პუტინი. რუსეთი, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენტია. 7 აგვისტო, 2024 წელი
ვლადიმირ პუტინი. რუსეთი, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენტია. 7 აგვისტო, 2024 წელი

მეხიკოში უკრაინის საელჩომ თხოვნით მიმართა მექსიკის მთავრობას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის 1 ოქტომბერს ჩავა ამ ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე.

საელჩოს განცხადებაში, რომელიც 7 აგვისტოთია დათარიღებული, ნათქვამია, რომ საელჩო „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა 2023 წლის მარტში, შესაძლო ომის დანაშაულის გამო“.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ “… რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ..."

ფორუმი

XS
SM
MD
LG