Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Telegraph: ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს


ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე ვილნიუსში. 2023 წლის 12 ივლისი
ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე ვილნიუსში. 2023 წლის 12 ივლისი

უკრაინა წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროს თანახმად, აშშ სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ წელს უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა ექნება. აშშ შესაძლოა, გერმანიაზე ნაკლებად შეშფოთებული იყოს, თუმცა ორივეს აშფოთებს ნატოს სხვა წევრებისადმი რუსეთისგან მომდინარე საფრთხე.

Telegraph-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტი ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს.

2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა სიტუაციას, როცა ვილნიუსის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უარი თქვეს უკრაინა მიეწვიათ ალიანსის სრულფასოვან წევრად.

Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG