Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციათა ლიდერი არქიეპისკოპოსი სასაზღვრო სოფელში ესტუმრა მრევლს


ბაგრატ გალსტანიანი
ბაგრატ გალსტანიანი

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი - რომელიც ბოლო კვირებში სომხეთში სასაზღვრო საკითხების გარშემო მიმდინარე აქციების ლიდერია - 20 მაისს ჩავიდა სასაზღვრო სოფელ კირანცში, სადაც შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მხარდამჭერებთან.

სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ხელმძღვანელი თავის მშობლიურ რეგიონში ჩავიდა მას მერე, რაც რეგიონის წინ პოლიციამ კვლავ კორდონი გამართა, რათა დასრულებულიყო კამათის საგნად ქცეული სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმება აზერბაიჯანთან.

არქიეპისკოპოსი პოლიციისგან ითხოვდა, გაეშვათ სოფელში მცხოვრებ თავის მრევლთან. მას მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელთან.

შემდეგ გალსტანიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "პირდაპირი გზით" შევიდა 330-მდე მოსახლის მქონე სოფელში - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით გალსტანიანი მანქანაში ჩაჯდა სხვა პირებთან ერთად - მათ შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი, ვისაც მანამდე ელაპარაკა - და, სავარაუდოდ, სოფელი დატოვა.

ფაშინიანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას - ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.

სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, ასევე - ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG