Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გუტერეში: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემთხვევა ცალკე გამოძიებას საჭიროებს

გუტერეში: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემთხვევა ცალკე გამოძიებას საჭიროებს


ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი
ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხუთშაბათს თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა წარმოადგენს ვითარებას, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ, ეფექტიან გამოძიებას.

სენტ ვინსენტსა და გრენადინებში მყოფმა გუტერეშმა რეგიონული სამიტის წინ თქვა, რომ "თავზარდაცემულია" ამ ინციდენტით ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ ომში, რომელსაც, პალესტინის მესვეურთა თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

გუტერეშს ჰკითხეს გაეროს უშიშროების საბჭოში საზავო ხელშეკრულების ჩავარდნაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ გაღრმავებულმა გეოპოლიტიკურმა დაყოფამ "ვეტოს უფლება გადააქცია უშიშროების საბჭოს მოქმედების პარალიზების ეფექტიან ინსტრუმენტად".

XS
SM
MD
LG