Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურებაზე არაფერს ამბობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურებაზე არაფერს ამბობს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი"
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი"

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა ორი უკრაინული მოიერიშე Су-24, რომლებიც დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმას ცდილობდნენ, ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფეოდოსიაში უკრაინული იერიშის შედეგად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ნოვოჩერკასკის“ განადგურებაზე არაფერს ამბობს.

მანამდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურება ოკუპირებულ ფეოდოსიაში.

  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
  • მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".
XS
SM
MD
LG