Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურებას ადასტურებს


ხანძარი ფეოდოსიაში, პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ
ხანძარი ფეოდოსიაში, პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურება ოკუპირებულ ფეოდოსიაში.

"ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ შემდეგ, დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“, - დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამზე.

მან მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და „ყველა მონაწილეს“ მათი „ფილიგრანული მუშაობისთვის“.

უკრაინული მედიის ცნობით, 26 დეკემბრის ღამით ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის რაიონში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ირანული საბრძოლო მასალით დატვირთული გემის აფეთქების შესახებ, მოგვიანებით პორტში ხანძარი გაჩნდა.

რუსული მედია ფეოდოსიაში შეტევისა და პორტში ხანძრის ლოკალიზების შესახებ წერს, თუმცა არაფერია ნათქვამი სადესანტო ხომალდის აფეთქებაზე.

  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
  • მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".
XS
SM
MD
LG