Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო შერბილებული რეზოლუცია ღაზის სექტორისთვის დახმარების შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო შერბილებული რეზოლუცია ღაზის სექტორისთვის დახმარების შესახებ


კენჭისყრა ღაზის სექტორის შესახებ რეზოლუციის გამო. ნიუ-იორკი, 22 დეკემბერი, 2023 წელი
კენჭისყრა ღაზის სექტორის შესახებ რეზოლუციის გამო. ნიუ-იორკი, 22 დეკემბერი, 2023 წელი

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუციის შერბილებული ვერსია, რომელშიც ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივი დახმარების აღმოჩენის დაჩქარებისკენ მოწოდებაა გამოთქმული, მაგრამ არ წერია თავდაპირველი მოწოდება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედების სასწრაფო შეწყვეტის შესახებ.

საბჭოში, რომელშიც 15 წევრია, კენჭისყრა მოეწყო 22 დეკემბერს. რეზოლუციას მიემხრო 13 წევრი. აშშ-მა და რუსეთმა თავი შეიკავეს. ეს მოხდა მას მერე, რაც აშშ-მა რუსეთის შესწორებას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ ვეტო დაადო.

XS
SM
MD
LG