Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გამოვა კანონმდებლობით, რომელიც ომის პერიოდში კორუფციას გაუთანაბრებს სამშობლოს ღალატს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, კიევი, 2023 წლის 27 აგვისტო
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, კიევი, 2023 წლის 27 აგვისტო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კორუფცია შესაძლებელია სამშობლოს ღალატს გაუთანაბრდეს - და რომ ის პარლამენტარებს მიმართავს თხოვნით გაამკაცრონ სასჯელი იმ პირებისთვის, რომლებსაც ომის პერიოდში დაუმტკიცდებათ კორუფციული დანაშაული.

"საკანონმდებლო ორგანოს და უკრაინის კანონმდებლებს დავუსახე ამოცანა, მათ მიეწოდება ჩემი წინადადება, რომ კორუფცია ომის პერიოდში სამშობლოს ღალატს უნდა გაუთანაბრდეს" - თქვა ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მის ტელეგრამის არხზე 27 აგვისტოს გავრცელდა.

"ვფიქრობ, პარლამენტი ამას მომავალ კვირაში მიიღებს და შემდეგ ბურთი პარლამენტის მოედანზე იქნება" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არ იცის დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები ამ ინიციატივას, თუმცა მაინც აპირებს მისით გამოსვლას, რადგან უკრაინაში ვითარდება დემოკრატიული საზოგადოება და ქვეყანას ესაჭიროება სისტემები, რომლებიც კორუფციის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

მიმდინარე თვეში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თანამდებობებიდან დაითხოვა უკრაინის რეგიონული სამხედრო გაწვევის ცენტრების ყველა ხელმძღვანელი, კორუფციის შესახებ შეშფოთების ფონზე.

XS
SM
MD
LG