Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც გასამხედროებულ ჯგუფებს ავალდებულებს დროშის წინაშე ფიცის დადებას


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ორ დღეში მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კატასტროფას სავარაუდოდ ემსხვერპლა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასამხედროებული ჯგუფების მეომრებს ავალდებულებს ფიცის დადებას რუსეთის სახელმწიფო დროშის წინ.

ბრძანება მიემართება "მოხალისეთა ფორმაციების" ყველა წევრს - "მოხალისეთა ფორმაციებს" ოფიციალური პირები უწოდებენ კერძო გასამხედროებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალურად აკრძალულია.

ბრძანების გამოცემამდე ორი თვით ადრე "ვაგნერის" მეომრებმა პრიგოჟინის ხელმძღვანელობით მოკლეხნიანი ამბოხება მოაწყვეს რუსეთის არმიის ლიდერების წინააღმდეგ - რაც იყო ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც პუტინს მისი თითქმის 24-წლიანი მმართველობისას დამუქრებია.

XS
SM
MD
LG