Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში იხურება „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკი


ბელარუსის სოფელ ცელში მდებარე "ვაგნერის" სამხედრო ბანაკი
ბელარუსის სოფელ ცელში მდებარე "ვაგნერის" სამხედრო ბანაკი

ბელარუსის მოგილიოვის ოლქში, ქალაქ ოსიპოვიჩთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკში მიმდინარეობს კარვების დემონტაჟი და ამ დროისთვის აღებულია კარვების მესამედი, - წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, რომელმაც შეისწავლა კომპანია Planet Labs-ის მიერ 23 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტო.

ამავე დროს აღნიშნული ბანაკის ფართობის შემცირება დაიწყო რუსეთში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დიდი ხნით ადრე, რომელშიც, სავარაუდოდოდ, დაიღუპა „ვაგნერის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ევგენი პრიგოჟინი.

სამხედრო ბანაკი ბელარუსში აღმოცენდა ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ არშემდგარი ამბოხის შემდეგ, მისმა ნაწილმა ბელარუსში დაიდო ბინა.

რადიო თავისუფლების შეფასებით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129-მდე კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი განხორციელდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან დაახლოებით 27 დაშალეს, ცენტრალურ ნაწილში – დაახლოებით 80-დან - ცხრა. ამრიგად, 273 საცხოვრებელი კარვიდან დაახლოებით 101 უკვე დაშლილია.

XS
SM
MD
LG