Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს, ჯგუფ "ვაგნერის" გამო

პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს, ჯგუფ "ვაგნერის" გამო


პოლონელი მესაზღვრე ბელარუსის საზღვართან
პოლონელი მესაზღვრე ბელარუსის საზღვართან

პოლონეთი დამატებით პოლიციელებს განათავსებს ბელარუსთან საზღვარზე, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რაც არის პასუხი რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" გეგმებზე, არეალში ბანაკი განათავსოს, - აცხადებს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი 2 ივლისს.

500-მდე პოლიციელი, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფის წევრები, გააძლიერებენ საზღვრის დაცვის 5000 თანამშრომელს და 2000 ჯარისკაცს, რომლებიც უკვე განთავსებულნი არიან ქვეყნის აღმოსავლელ მეზობელთან საზღვარზე, - ამბობს კამინსკი.

პოლონეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან საზღვრის 418-კილომეტრიან მონაკვეთს იყოფს, აქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსში, შესაძლოა, "ვაგნერის" 8000-მდე მეომარი განთავსდეს, რუსეთში მოწყობილი მოკლე ამბოხების შემდეგ.

XS
SM
MD
LG