Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოში საქართველოში The Killers-ისა და Imagine Dragons-ის კონცერტები გაიმართება


ფოტოკოლაჟი: The Killers და Imagine Dragons
ფოტოკოლაჟი: The Killers და Imagine Dragons

აგვისტოში საქართველოში რამდენიმე ცნობილი ჯგუფი და მომღერალი გამართავს კონცერტს. ღონისძიებების ორგანიზებაში, საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია "ბლექ სი არენაა" ჩართული.

"კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ბიუჯეტი უცნობია, თუმცა ცნობილია რამდენიმე ღონისძიების გამართვის თარიღი და ადგილი:

  • Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / "ბლექ სი არენა";
  • FKJ / 6 აგვისტო / "ბლექ სი არენა";
  • Damian Lazarus / 10 აგვისტო / "სოციალური სივრცე" (The Social Space);
  • The Killers / 15 აგვისტო / "ბლექ სი არენა";
  • All Day I Dream / 18 აგვისტო / "სოციალური სივრცე" (The Social Space);
  • Imagine Dragons / 31 აგვისტო / მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან დაიწყება ვებგვერდზე - BSA.ge.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაადგინოს, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან ამ ღონისძიებების გასამართად. 2022 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარი დაიხარჯება.

"ჩვენ გვაქვს ამის თანხები. ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოვა", - თქვა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG