საქართველოს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სულ 36 მოქალაქე დააკავეს. ცნობა რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში მიაწოდეს. სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. უცნობია გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა.
რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.