Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გიული ალასანია: კრემლს უნდოდა, რომ სააკაშვილი ზელენსკის გვერდით არ ყოფილიყო

გიული ალასანია: კრემლს უნდოდა, რომ სააკაშვილი ზელენსკის გვერდით არ ყოფილიყო


გიული ალასანია
გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის მიერ ჟურნალ „შპიგელისთვის“ მიცემული ინტერვიუს შეფასებისას თქვა, რომ მოსკოვმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსატყუებლად „საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას“ მიმართა, რომელში მონაწილეობაც ქართველს არ მიუღია - "არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ეს არის ლაპარაკი უკრაინაზე".

„მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უსათუოდ უნდა მოხდეს ოქტომბრამდე“, - განაცხადა გიული ალასანიამ. მისი თქმით, კრემლს სურდა, რომ ომის დროს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით არ ყოფილიყო.

„მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა - ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მანამდე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

XS
SM
MD
LG