Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაისჯება ყველა" - კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე 


თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში.

"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად...

ცენტრალური კონტრაქტორი იყო "გრინსერვისი", ქვეკონტრაქტორები არ ვიცი... ცხადია, შემოწმებული იყო... უდიდესი თემა არის, უმძიმესი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი", - თქვა კალაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

XS
SM
MD
LG