Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა


თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი ბავშვი შოკური მდგომარეობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მესამე, რომელიც კონტაქტური იყო - იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.

შემთხვევა დღეს მოხდა.

რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის კლინიკაში უთხრეს, რომ მათთან მოთავსებული ბავშვი კონტაქტურია, ხეჩინაშვილის კლინიკაში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ კლინიკაში შეყვანილი ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას. მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

XS
SM
MD
LG