Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა


თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას ექიმმა მიაწოდა.

"რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - თქვა ექიმმა.

მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, მესამე - კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას. მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

XS
SM
MD
LG