Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა გადააჭარბა 4,4 მილიონ ადამიანს


უკრაინელი ლტოლვილები ვარშავის მთავარ სადგურზე
უკრაინელი ლტოლვილები ვარშავის მთავარ სადგურზე

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებს, რომ თავისი ქვეყანა დატოვა 4,4 მილიონ უკრაინელზე მეტმა, მას მერე, რაც 24 თებერვალს ქვეყანაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა რუსეთი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში წარმოადგენს ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ ნაკადს.

UNHCR-ის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, ომის გამო ქვეყანა დატოვა 4,441,663-ზე მეტმა უკრაინელმა - მხოლოდ ბოლო ერთ დღეში მათი რიცხვი 59,347-ით გაიზარდა.

გავრცელებული შეფასებით, დაახლოებით 2,56-მა მილიონმა ლტოლვილმა თავი შეაფარა პოლონეთს, რომელიც 9 აპრილს მასპინძლობს დონორთა კონფერენციას ლტოლვილთა დახმარების მიზნით. კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია Global Citizen-ი, ევროპული კომისია და კანადის მთავრობა.

XS
SM
MD
LG