Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დელტა" 5000 ცალ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს


სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" 5000 ცალ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს. ამაში 1,37 მლნ ევრო დაიხარჯება.

საშუალოდ ერთი რაკეტის ღირებულება 274 ევროა (938 ლარი).

როგორც "დელტა" შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერს, რაკეტების შესაძენად ტენდერი ჩაიშალა და ამიტომ აუცილებელია პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულების დადება. ცენტრმა ბოლოს რაკეტები 2021 წლის 1 მარტს იყიდა, სულ 1300 ცალი.

"მიმდინარე სეზონისთვის არ არის დარჩენილი საკმარისი ოდენობა", - აცხადებენ "დელტაში".

გარდა სამხედრო ტექნიკის წარმოებისა, "დელტა" გაზაფხულსა და ზაფხულში კახეთის რეგიონს დასეტყვისგან რაკეტებით იცავს.

"სისტემის შეფერხებით მუშაობა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის", - წერს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

"დელტას" ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, სეტყვისგან დასაცავად კახეთში რაკეტის გამშვები 80 დანადგარი დგას.

XS
SM
MD
LG