სამსახურის ხელმძღვანელები მათ ჰპირდებიან, რომ დავალიანებას მალე დაფარავენ, მაგრამ გაფიცულები უარს ამბობენ სამსახურში გასვლაზე, ვიდრე არ მიიღებენ ანაზღაურებას. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მუშები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
„საერთო ჯამში, საბინაო -კომუნალურ სამსახურში სამოცდაათამდე თანამშრომელია დასაქმებული. ბევრი მათგანი ე. წ. მკვდარი სულია, ამიტომ ეს ფაქტი მით უფრო შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილად მუშაობს კომუნალური მომსახურების სისტემაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანამშრომელთა დავალიანება გროვდება. მათ ახალი წლიდან ანაზღაურება სამი თვის გამნმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული, შემდეგ დაფარეს ეს დავალიანება და კვლავ შეწყვიტეს ხელფასის გადახდა. ეს არის მცირე ხელფასები, რის გამოც ხალხი ძლივს ახერხებს თავის გატანას. ბევრი მათგანი ერთადერთია ოჯახში, ვისაც სამუშაო აქვს, ამიტომ ნებისმიერი შეფერხება ძალიან მძიმედ აისახება მათზე. ადამიანები აღმოჩნდნენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რამაც აიძულა ისინი წასულიყვნენ რადიკალურ ზომებზე“, - უთხრა თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზას“.
გაფიცულ თანამშრომლებს არ სჯერათ, რომ ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება მათი ანაზღაურების გასტუმრება. ისინი დარწმუნებულეი არიან, რომ მათთვის გამოყოფილ თანხას ხელმძღვანელები მოიხმარენ. ეს ეჭვები, თამარ მეარაყიშვილის აზრით, უსაფუძვლო არ არის.
2013 წლამდე საბინაო-კომუნალურ სექტორში დასაქმება წარმატებად ითვლებოდა სტაბილური და მაღალი ხელფასის, ზამთრის და ზაფხულის უნიფორმებისა და კომფორტული სამუშაო გრაფიკის გამო, მაგრამ 2013 წლიდან საბინაო-კომუნალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელად იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის, ნათესავი დაინიშნა. ამ დანიშვნის შემდეგ კარგი ცხოვრება დასრულდა - საწარმოს საწყობები მალე დაცარიელდა და აღარც უნიფორმები გაცემულა.
ხელფასი შემცირდა, მაგრამ გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა. ადგილობრივებმა ამას სხვა ახსნა ვერ უპოვეს, გარდა მკვდარი სულებით კადრების გაფართოებისა. მას შემდეგ ახალგორის საბინაო-კომუნალური მომსახურების სექტორში მუშაობა მოუნდათ ცხინვალელებსაც და ადგილობრივი მოხელეების მეგობრებსა და ნათესავებს. განსაკუთრებით ორსული ქალები საქმდებოდნენ. ყოველწლიურად რამდენიმე ქალი დეკრეტული შვებულებით ტოვებდა სამსახურს და სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში საბინაო-კომუნალური მომსახურების მიმართულებით არაფორმალური ხარჯებიც იზრდებოდა - მაგალითად, ბანკეტების, დაბადების დღეების ხარჯები რესტორანში. ამგვარად გადაიხადეს ანატოლი ბიბილოვის ნათლულის დაბადების დღეც. მაგრამ, ამ არაფორმალური ხარჯების მიუხედავად, ადგილობრივ თანამშრომლებს ხელფასებს მაინც არ უგვიანებდნენ.
„გასულ წელს საბინაო-კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ ხუგაევი გაათავისუფლეს; ის ორგანიზაციას, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. როგორც რაიონის ხელმძღვანელმა მითხრა, ის გაათავისუფლეს იმისთვის, რომ 21 მილიონი რუბლის საბუღალტრო დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. რაიონის ხელმძღვანელის თქმით, სამსახურის ხელმძღვანელმა ყალბი დოკუმენტებიც კი ვერ წარმოადგინა. სამსახური ასეთ დოკუმენტებს გზების შეკეთებასა და გზების თოვლის საფარისგან გაწმენდაზე ქმნის ხოლმე“, - ამბობს თამარა მეარაყიშვილი. ის კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც ფინანსების გაფლანგვას უკავშირდება.
„როდესაც ფილიპ ხაჩიროვმა დატოვა რაიონის ხელმძღვანელის პოსტი 2018 წელს, პრეზიდენტმა ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა მას წინაგარში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის და საზაფხულო ბავშვთა ბანაკისთვის სოფელ საძეგურში. ექვსი თვის შემდეგ ერიკ ფუხაევი ეწვია წინაგარს. პრემიერ-მინისტრს სურდა ახალი სპორტული კომპლექსის ნახვა, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან ის არავის აუშენებია - ფული, უბრალოდ, შეჭამეს. შემდეგ მთავრობამ კვლავ გამოყო ფული და სპორტული კომპლექსი მეორე მცდელობით აშენდა. ბევრი ასეთი ამბავია ამ მხარეში. არავინ აგებს პასუხს ამაზე. ზოგი მოხელე არც კი გაუთავისუფლებით და ვინც გადადგა, ესეც არაფერს ცვლის“, -აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.
საბინაო-კომუნალურ სამსახურს კი, რომელიც მოხელეების გასტრონომიულ და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ქუჩების დამლაგებლებისთვის ფული აღარ რჩება. ახალგორში გაფიცვა გრძელდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. ამ აქტივიზმის გამო ბიბილოვის ხელისუფლება მას მუდმივად დევნის.