ტოკიო 2020-ის ჩემპიონი ლაშა ბექაური, სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიელების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი საუბრობენ ამ წარმატებაზე, საკუთარ შთაბეჭდილებებსა და განცდებზე, რომლებიც თან ახლავს დიდ გამარჯვებას;
1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რომან რურუა გაიხსენებს თავის ფინალურ ორთაბრძოლას უნგრელ იმრე პოიაკთან, რომელიც ქართველი მოჭიდავისთვის არასასურველი და დაუმსახურებელი შედეგით დასრულდა;
ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა ილაპარაკებს ევროტურნირებზე თბილისისა და ბათუმის დინამოელთა ბოლო მატჩების შესახებ...