ბუდაპეშტში ახლახან დამთავრებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებასა და პერსპექტივებზე საუბრობენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი.
ევრო-2020-ის მოკლე მიმოხილვის შემდეგ უეფას დამკვირვებელი ლევან ფანიაშვილი რადიომსმენელებს შეახსენებს ფეხბურთის წესების დარღვევის თითქმის ტრადიციად გადაქცეულ სიტუაციებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ, წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ობიექტურობით გამოირჩევიან არბიტრები.