Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ხაზი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ნოემბერს


ოპოზიციის კონსულტაციები მესამე რაუნდის წინ

სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება ფასილიტატორების მონაწილეობისთ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე დასხდებიან, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის რაწმომადგენლებს კონსულტაციებზე შეხვდნენ.

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით ფასილიტატორებს აინტერესებდათ დარჩა თუ არა სივრცე იმისათვის, რომ იყოს მიღწეული რამე შეთანხმება.

კონსულტაციები ინდივიდუალურად და თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. ელჩის რეზიდენციიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების შესახებ ისევ ძალაში რჩება და პროცესს ფასილიტატორების მონაწილეობით, ოპტიმისტურად აფასებდნენ.

„წითელი ხაზები ისევ არსებობს ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის წინ გადადგმული ნაბიჯები“- თქვა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ჩანს მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ წითელი ხაზი აქვს მმართველ პარტიასაც. ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მმართველი გუნდისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი კომპრომისს არ ექვემდებარება.

წაიკთხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კორონავირუსი: დღეს დამატებითი შეზღუდვების შესახებ გახდება ცნობილი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ 25 ნოემბერს ისაუბრა.

მისივე თქმით, საბჭო აკვირდება ინფიცირების მაჩვენებლის ტენდენციებს და ამის მიხედვით გაამკაცრებენ ან უფრო შეამსუბუქებენ შეზღუდვებს.

საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ შეზღუდვების შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს, თუმცა აღარ მოიმატებს.

ბრიფინგზე მან დაადასტურა, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკში იმყოფება. მისი განცხადებით, შესაძლოა, დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა 10 000-მდე იყოს. გუშინ ვირუსის 3071 რეგისტრირებული შემთხვევა იყო ქვეყანაში. გარდაიცვალა 34 პაციენტი.

წაიკითხე მეტი.

პროკურატურა "კარტოგრაფების საქმის" წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადებას ითხოვს

გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადების შუამდგომლობით მიმართა და ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულების ადვოკატებს მიაწოდა.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი ადასტურებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარეს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

თუკი სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და წინასასამართლო სხდომის გამართვას გადაავადებს, სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიებაზე და დაკავებულების ადვოკატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, დააყენონ წინასწარ პატიმრობიდან მათი გათავისუფლების საკითხი.

წაიკითხე მეტი.

დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ფეხბურთელი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მარადონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ნოემბრის დასაწყისშიც მოხვდა კლინიკაში - ტვინში სისხლის გაჟონვის გამო, სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა და 11 ნოემბერს გაწერეს.

წაიკითხე მეტი.

იქცევა თუ არა „რუსთაველი“ - სასტუმროსა და კინოთეატრის ჰიბრიდად?

11 ნოემბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში, სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველის“ განცხადება შევიდა. განმცხადებლები მოითხოვენ, რომ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების დამტკიცებული ესკიზის საფუძველზე (ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2019 წელს დაამტკიცა), მოხდეს პროექტის საბოლოო შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის გაცემა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საკითხი განხილვის ეტაპზეა და როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კინო „რუსთაველის“ შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა, რეკონსტრუქციის შედეგად, თავზე უნდა დაედგას ალუმინის უჟანგავი ბადისა და სპილენძის კონსტრუქცია, რაც პროექტის ავტორთა თქმით, მეტ მომხიბვლელობას შესძენს ძეგლს, პროექტის ოპონენტთა თქმით კი ძეგლს სრულიად დაუკარგავს არსებულ სახეს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

სოფიო ჯეთერიშვილი პატარა იყო, როცა ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავდა როგორ სცემდა მამა დედას, როგორ ძალადობდა საკუთარ შვილებზე. საშველად არასოდეს არავინ მისულა - ოჯახის საქმეებში არ ერეოდნენ. პირველი, ვინც ეს ძალადობა გააპროტესტა, სოფიო იყო. 13 წლისამ პირველად სცადა სახლიდან გაქცევა და დაიფიცა, რომ მამას პოლიციაში უჩივლებდა.

სოფიოს ძალიან უნდა გერმანიაში სწავლის გაგრძელება. მერე კი ახალი ცოდნით დედოფლისწყაროში დაბრუნება. ახლა ყველაზე მეტად საკუთარ ლეპტოპზე ოცნებობს, რომ ლექციებს დაესწროს და გამოცდები ჩააბაროს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG