Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს გუბერნატორი: „ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო იქნება“


ტოკიოს გუბერნატორი იურიკო კოიკე დარწმუნებულია, რომ 2021 წელს ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს ზედმეტი გართულებების გარეშე უმასპინძლებს და ღონისძიების სტუმრებიც და მასპინძლებიც მაქსიმალურად დაცულნი იქნებიან.

„ჩვენ ვიცით, რომ ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად აუცილებელი იქნება COVID19-ის მოქმედების შესუსტება. არსებობს საკითხები, რომლებზეც რეგულარულად ვმუშაობთ. მაგალითად, რომელი ტესტებია აუცილებელი და როგორ უნდა ჩავატაროთ, როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცია“, - უთხრა იურიკო კოიკემ ჟურნალისტებს.

ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის გუბერვატორისვე განცხადებით, ამ ეტაპზე დებატების ერთ-ერთი უმთავრესი თემა ხარჯების შემცირებაა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წლეულს უნდა გამართულიყო, ივლის-აგვისტოში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ზუსტად ერთი წლით გადაიდო.

XS
SM
MD
LG