„რამდენიმე დღე მაინც მოგვცენ, რომ პროდუქტი ამოვყიდოთ და შემდეგ დახურონ. ჩვენ ყველას გვაქვს ბანკის ვალი. წეღან კაცი ცუდად გახდა და გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანით“.გარემოვაჭრე
თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზრები დაიხურა - გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სურსათის უვნებლობის სამსახურსა და მთავრობასთან შეთახმებით მიიღეს. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის, თქმით,ბაზრების ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაცემულ აუცილებელ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ - სათანადოდ არ ხდებობა დეზინფექცია და სოციალური დისტანციის დაცვა.
„ჩვენ ვცდილობდით, რომ ბაზრის დახურვა არ მომხდარიყო, თუმცა მაინც მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება, რადგან ბოლომდე არ არის დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რაც არის განსაზღვრული ამ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულიყოთელავის აგრარული ბაზარი. ასე იქნება, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში“, - ამბობს თელავის მერი.
თელავსა და გურჯაანში მოვაჭრეთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბაზრების დახურვის შესახებ ადმინისტრაციამ ისინი წუხელ გააფრთხილა, რის გამოც უკმაყოფილო არიან. მოვაჭრეების თქმით, ბაზრების დახურვამდე მათ რამდენიმედღიანი ვადა უნდა ჰქონოდათ, რომ პროდუქტი გაეყიდათ. როგორც თავადვე ამბობენ, თითოეულ მათგანს 3-4 ათასი ლარის ღირებულების მალფუჭებადი პროდუქტი აქვს გასაყიდი, ამიტომ თვითმმართველობისგან დროებით გარევაჭრობის ნებართვას მოითხოვენ.
გარემოვაჭრეები: „რამდენიმე დღე მაინც მოგვცენ, რომ პროდუქტი ამოვყიდოთ და შემდეგ დახურონ. ჩვენ ყველას გვაქვს ბანკის ვალი. წეღან კაცი ცუდად გახდა და გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანით“.
„რასაც მე ვყიდიდი, მინიმუმ 4 ათასი ლარის ღირებულებისაა. ბაზრის ხელმძღვანელობამ გუშინ დილით გვითხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა და წესების დაცვით გავაგრძელებდით მუშაობას. ამიტომ გუშინვე წავედი და ახალი პროდუქტი მოვიტანე, თუმცა დღეს მოვედი და მითხრეს, რომ ვერ შევალთ ბაზარში, რადგან დაკეტილიაო, გამოგვიცხადეს. ახლა მოგვცენ ნება, რომ რაც დარჩენილია, გავყიდოთ. გინდა აქ გაგვაჩერონ, გინდა ქუჩაში ვაჭრობის ნებართვა მოგვცენ. მე რომ ეს 4 ათასი ლარის ღირებულების საქონელი დავალპო, ბანკის ვალს ვინ გადამიხდის? - იკითხა პროდუქციის რეალიზატორმა.
„გარევაჭრობა კანონით ისჯება“, - ასე უპასუხებს თელავის მერი ერთ-ერთი ადგილობრივის თხოვნას, რომ ბაზრის დახურვის შემდეგ გარევაჭრობის უფლება მიეცეთ.
„ქუჩაში ვერ დადგება ვერავინ, იქიდან გამომდინარე, რომ გარევაჭრობა აკრძალულია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ყოველდღიურად მიიღება, ეს არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთის“, - თქვა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
თელავისა და გურჯაანის გარდა, კახეთის სხვა ქალაქების აგრარული ბაზრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, დადგენილი წესების მიხედვთ აგრძელებენ. იმ მუნიციპალიტეტების პირველი პირები, სადაც ბაზრები არ დახურულა, ამბობენ, რომ ობიექტებზე ზედამხედველობას მუდმივად ახორციელებენ და თუკი რელიაზატორებისა და მომხმარებლების მხრიდან წესების დაუცველობას აღმოაჩენენ, ბაზრებს დახურავენ. ჩვენ დღეს მომხმარებლებსაც ვკითხეთ, შეექმნებათ თუ არა მათ აგრარული ბაზრების დახურვით პრობლემა.
„ბაზარი რომ არ იყოს, სად უნდა ვიყიდოთ ბოსტნეული? უკვე დიდი ხანია, მაკარონი და ბრინჯი აღარ იშოვება და ახლაკომბოსტოც თუ არ იქნება, რით უნდა ვიარსებოთ?“
„უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ საზოგადოების კულტურა ძალიან დაბალია. არც დისტანციას იცავენ, არც პირბადეს იკეთებენ - ძალიან დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა საშიშროებაა... ამიტომ სასურველია, რომ შეჩერდეს ბაზრების მუშობა“.
„ხალხმა როგორ იარსებოს? მაშინ მთავრობამ გამოყოს იმდენი, რომ თითოეულ ოჯახს დაეხმარონ ფულადი თანხით“.
კახეთის სამ ქალაქში აგრარული ბაზრები 6 აპრილს ორი კვირით დაიხურა. რეგიონში საკვირაო ბაზრობებიც აღარ მუშაობს. აღასანიშნავია, რომ, 6 აპრილის 17 საათის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.