Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა (არ) ეკრძალებათ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს


უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იზოლაციაში მყოფი პირებისთვის კანონის ძალის მქონე ბრძანება მოქმედებს. ყველა პირი ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინშია ერთნაირი ვალდებულებები აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვალდებულებებს არ შეასრულებს დააჯარიმებენ. წესები ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 25 მარტს დაამტკიცა.

იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცითა და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.

რა იკრძალება

  • სტუმრების მიღება;
  • საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით;
  • სხვა პირებთან ურთიერთობა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.
  • იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება;
  • ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

რა შეიძლება

  • არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას — მედიკამენტების გადაცემა;
  • სატელეფონო და ინტერნეტკავშირი;
  • დასაშვებია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, თუ აუცილებელია პირის სამედიცინო დახმარებისთვის. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.

საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა მოხვდეს. თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას.

იზოლაციის წესის დარღვევისთვის, პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი - 15 ათასით. თუ დარღვევა განმეორდება ფიზიკურ პირს დააპატიმრებენ, იურიდიულ პირის კი ან დააჯარიმებენ ანდა საქმიანობის უფლებას შეუჩერებენ.

XS
SM
MD
LG