Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: გამოუშვით ჩემი ძმისშვილი და მე დამაკავეთ


ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავება არის ხელისუფლების შურისძიება იმის გამო, რომ მან კარავი დადგა პარლამენტთან - განაცხადა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რაც ჩაიდინეთ, სისხლიანი დანაშაული, ის მოინელეთ ჯერ და იქ გამეცით პასუხი, ის ადამიანები დასაჯეთ, მის მერე თუ გინდათ მე დამსაჯეთ”, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშილმა და დასძინა, კადრები არ მინახავს, მაგრამ იმ დღეს აქ რაც ხდებოდა ყველაფერს ვხედავდი. იმ ღამეს ზოგმა არც იცოდა, რას აკეთებდა და ყველა ერთიანად გამწარებული იყო.

„ჰუსეინის დაკავებით დღეს ცდილობენ, რომ წელში გამტეხონ, ჰუსეინი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგონ, ვერ გამტეხენ”, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG