- 26 მაისს ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ სიახლოვეს, ბავშვები უფროსებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 16 წლის გოგონა ადიდებულმა მდინარემ წაიღო და დაიღუპა.
- 27 მაისს უფლისციხეში პირველკლასელი დაშავდა. ბავშვი ექსკურსიის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და წვივის ძვალი მოიტეხა.
ექსკურსიების სეზონი დაიწყო და განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც მათთვის სავალდებულოა.
მნიშვნელოვანია ამ და სხვა რეკომენდაციების შესახებ იცოდნენ მშობლებმაც.
პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიცბავშვების ტრანსპორტირებისა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის წესებს ითვალისწინებს. კერძოდ:
- თუ სკოლა გეგმავს რაიმე საჯარო ღონისძიების, მათ შორის ექსკურსიის მოწყობას, უნდა გამოიყოს პირი, რომელსაც ბავშვების უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.
- ის ვალდებულია მშობლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ.
- მიაქციეთ ყურადღება, რომ არსებობდეს სრული ინფორმაცია: ვინ მიდის ექსკურსიაზე, რა სპეციფიკური საჭიროებები აქვს ამა თუ იმ მოსწავლეს, კვალიფიციურია თუ არა მძღოლი, გამართულია თუ არა მანქანა.
- იმაშიც დარწმუნდით, რომ შენობასა თუ ტრანსპორტში, სადაც ბავშვები განთავსდებიან, საევაკუაციო გეგმა იყო გამოკრული.
- ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობაუნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
- ბავშვებს თან უნდა ახლდეთ ექიმი ან ექთანი. უკიდურეს შემთხვევაში ჯგუფში უნდა იყოს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.
- გაარკვიეთ, როგორ აპირებენ საჭმლის გადატანას, თუ არის დაცული სანიტარიული ნორმები. თუ ბავშვები სასადილოდ სადმე გაჩერდებიან, საკვები იქაც წესების დაცვით უნდა იყოს მომზადებული.