Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრა უნდა შეწყდეს


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტასა და შედეგების გაბათილებას ითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, მარნეულის #49 უბანზე დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი:

  • #49 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა (სანან ბადალოვმა), რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის;
  • სიების გადამოწმების შედეგედ, საიას დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ამომრჩეველი სანან ბადალოვი დარეგისტრირებულია მარნეულის #48 უბანზე;
  • #48 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მან ხმის მიცემა სცადა ასევე #49 უბანზე. თუმცა, საიას დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ, სანან ბადალოვმა უბანი დატოვა;

გარდა ამისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად - 11:32 წთ-ზე, ხოლო მეორედ - 14:08 წთ-ზე.

  • პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი;
  • საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა.

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე, 15:25 წუთზე გამოვლინდა ხუთი პირი, რომლებსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ცდილობდნენ. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.

დაფიქსირებული დარღვევების გამო, საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. მარნეულის #49 უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი.

XS
SM
MD
LG