Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესი გრძელდება


მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, ინფექციების, დაავადებებისა და მსგავსი რისკების დონის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ფერმებისა და ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.

საქართველოს რეგიონებში თავს იჩენს პირუტყვის რამდენიმე დაავადება, რომელიც საზიანოა როგორც ფერმერების, ასევე მომხმარებლისათვის. ამ დაავადებებს შორისაა ბრუცელოზი, ჯილეხი და ცოფი, რომელიც გვხვდება როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. გარდა ამისა, წლების წინ ზოგიერთ რეგიონშიღორის აფრიკული ცხელების მსგავსი დაავადებებიც დაფიქსირდა. ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა ფერმერებსა და მესაკუთრეებს ეკისრებათ, ვაქცინაციის დროულად ჩატარებაზე მეთვალყურეობა და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება კი პირუტყვის მესაკუთრის მოვალეობაა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში მცხოვრები ნანი მეშველიანის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მსხვილფეხა პირუტყვის აცრები სოფლებში ორგანიზებულად მიმდინარეობს, შესაბამისი სამსახური აღწერს მსხვილფეხა პირუტყვს და სეზონურად მას სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას უტარებს. ნანი მეშველიანი იმასაც დასძენს, რომ ვაქცინაციის შედეგად ინფექციებისა და დაავადებების გამოვლენის შემთხვევები სოფელში საგრძნობლად შემცირდა.

მსხვილფეხა პირუტყვის აღწერითა და ვაქცინაციით კმაყოფილნი არიან იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეებიც.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოსმოსახლეობის დაახლოებით46.8% სოფლად ცხოვრობს, სადაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ფერმერული საქმიანობაა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 1 მილიონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 630 ათასი ცხვარი და თხა და 105 ათასი ღორი.

XS
SM
MD
LG