წელს, 8 ნოემბერს ცნობილი გახდა ფერენც ლისტის სახელობის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა. ეს პრესტიჟული კონკურსი, რომელიც მთლიანად ეძღვნება დიდი უნგრელი კომპოზიტორის შემოქმედებას,სამ წელიწადში ერთხელ იმართება ჰოლანდიაში, ქალაქ უტრეხტში და აქამდეც მოუტანია წარმატება ქართველი მუსიკოსებისთვის: 2008 წელს ლაურეატებს შორის იყო ნინო გვეტაძე. წელს კი პირველი ადგილი ერგო21 წლის მარიამ ბაწაშვილს. მას 20 ნოემბერს დავურეკე ჰოლანდიაში და მილოცვის შემდეგ ჯერ ვკითხე, როგორ აფასებს ამ წარმატებს, რას ნიშნავს მისთვის ლისტის სახელობის კონკურსში გამარჯვება.