ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნების შედეგად ყველგან ლიდერობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ზოგიერთ თემში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და შესაბამისად მეორე ტური იქნება საჭირო. წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტური 15 თვითმმართველ თემში დაინიშნება. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სისტემით ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე ხმების 51,58%-ით „ქართული ოცნებაა,“ მეორეზე 21,93%-ით ნაციონალური მოძრაობა და მესამეზე 10,27%-ით „ნინო ბურჯანაძე - ერთანი ოპოზიცია.“
თბილისში, სადაც დათვლილია უბნებიდან მიღებული შედეგების 86,33% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ნარმანიას ხმების 46,35% აქვს, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელიაა 27,58%-ით. მერად არჩევისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გადალახეს ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში. კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, თუმცა 50%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ. ამავე ქალაქებიდან მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან თელავში, რუსთავსა და ბათუმში. მცხეთის მერის არჩევნებში მეორე ადგილზეა მწვანეთა პარტიის კანდიდატი, გორში ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ კანდიდატი და ოზურგეთსა და ფოთში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს მეტი მოტივაცია ექნებათ და თავის არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებენ. ღარიბაშვილის შეფასებით, 15 ივნისი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის ისტორიული დღე იყო. „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, გამართულად და დამოუკიდებლობად მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ხელისუფლება არაფერში ჩარეულა“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამომრჩევლებს, კანდიდატებს, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატება მიულოცა. "ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქსა და სოფელში და დავამტკიცეთ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ როცა დღევანდელმა ხელისუფლებამ 50%-იანი საარჩევნო ბარიერი დააწესა, მეორე ტურის ალბათობა გაცნობიერებული ჰქონდა. „ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე, რათა ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და სასურველი კანდიდატები რეალურად აირჩიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტურს დამატებითი დაფინანსება სჭირდება, თუმცა ეს ხარჯი გამართლებულია, რადგან არჩევნების მეორე ტურის პრეცედენტი ქვეყანას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია თბილისის მერი გახდება. „როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.