24 მაისს თბილისში ინტერნეტფორუმი გაიმართა, რომელიც ბლოგერებს, ონლაინაქტივისტებს, დეველოპერებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს აერთიანებდა. ფორუმის ფარგლებში დღის განმავლობაში ჩატარდა 9 სესია, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციასა და შემდეგ დისკუსიას, სპიკერებისა და დამსწრეების მონაწილეობით. თემები მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა ყველაფერს - ბლოგინგს, ონლაინაქტივიზმს, ტროლინგს, ღია მმართველობასა და სამოქალაქო ჟურნალისტიკასაც.
ამ ფორუმის მთავარი თემა იყო ბლოგინგი და ონლაინაქტივიზმი. ფორუმის ცხრილი და ვიდეოსტრიმი, რომელიც მაივიდეო.ჯიზე მთელ კონფერენციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა, უამრავ ადამიანს აძლევდა საშუალებას მიეღო მონაწილეობა დისკუსიებში. ორგანიზატორების განცხადებით, თვითონ ფორუმის იდეაც სწორედ ეს იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანისთვის მიეცათ შანსი ესაუბრა საქართველოში ინტერნეტის განვითარების შესახებ.
„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრ მსგავს ღონისძიებაზე ვიყავი საზღვარგარეთ და ყველგან ვფიქრობდი, რომ რატომ არ გაკვეთებინა მსგავსი რამ საქართველოში, სადაც ჩვენ ჩვენითვე ვილაპარაკებდით ინტერნეტის პრობლემებზე, გამოწვევებზე, ბლოგინგზე, რა ხდება საქართველოში. შემდეგ, უბრალოდ, ეს იდეა ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად დავძარი. გავესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც დაინტერესდა ამ ყველაფრით და დღეს შედეგს ვხედავთ სახეზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ბევრი დაინტერესებაა, რაც რეალურად იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს, ბლოგერებს, ონლაინაქტივისტებს სურთ ისაუბრონ თავიანთ პროექტებზე, გააკეთონ პრეზენტაციები, გაცვალონ იდეები, განახორციელონ ახალი ინიციატივები და ა.შ...“ - ამბობს ფორუმის ორგანიზატორი მირიან ჯუღელი.
პირველივე დისკუსიაზე გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც ქართველ ინტერნეტაქტივისტებს და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს აწუხებთ. მაგალითად, პირველ დისკუსიაზე, რომელიც შეეხებოდა ონლაინჟურნალებს, დისკუსიის მონაწილეებმა ბევრი ისაუბრეს არა მხოლოდ ონლაინჟურნალის სტრუქტურაზე, რესურსებზე, რომელსაც ის მოითხოვს და ა.შ., არამედ საკუთარი პროექტების მონეტიზაციის სირთულეზეც საქართველოში. დისკუსიას ონლაინჟურნალ wis.ge-ს შემქმნელი და რედაქტორი, ნასტასია არაბული უძღვებოდა და მასში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები pink.ge-დან, photoessey-დან, marketer.ge-დან და ideahub.ge-დან. ნასტასია არაბულის განცხადებით, პირველი ინტერნეტფორუმი საინტერესო იყო განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ერთ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალება მიეცათ პირისპირ ესაუბრათ საკუთარი პროექტებისა და გამოცდილების შესახებ.
„მე მგონია, რომ ეს მეტ-ნაკლებად ახლა იწყება. მართალია, ამ ჟურნალებს სხვადასხვა ხნის ისტორია აქვს - ზოგს უფრო მეტი, ზოგს უფრო ნაკლები - და, წესით, რაღაც გარკვეული კულტურა შეიძლება უკვე არსებობდეს, მაგრამ ბიზნესს სჭირდება ხოლმე დრო იმაში დასარწმუნებლად, რომ რაღაც არის მისთვის შექმნილი. მაგალითად, ტელევიზიის შემთხვევაში ის უკვე კარგა ხანია დარწმუნდა და უპირობოდ თანხმდება, როცა რეიტინგს უჩვენებ, რომ იქ განათავსოს თავისი რეკლამა. ამაზე აღარავინ დავობს, რომ ეს არის წარმატებული. ონლაინჟურნალების შემთხვევაში ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ დუღს და, ალბათ, თვითონ ამ ონლაინაქტივისტებმა უნდა შევძლოთ და დავარწმუნოთ, რომ არანაკლებ საინტერესოა ჩვენთან თანამშრომლობა“, - ამბობს ნასტასია არაბული.
დისკუსიას შემდეგ მოჰყვა კიდევ ერთი აქტუალური სესია - ონლაინაქტივიზმი, ანუ ადამიანები, რომლებიც საკუთარი იდეების მხარდასაჭერად, ხალხის მოსაზიდად და ინფორმაციის დამოუკიდებლად გასავრცელებლად ინტერნეტს იყენებენ. თემის პრეზენტატორი იყო ნიკა დავითაშვილი, „პარტიზანული მებაღეობიდან“, რომლის პრეზენტაციასაც დარბაზში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა - განსაკუთრებით, როცა აქტივისტმა ახსნა, თუ რა ეფექტიანად იყენებს „პარტიზანული მებაღეობა“ ტვიტერს აქტივისტებს შორის კოორდინაციისთვის. ონლაინაქტივიზმს მოჰყვა დღეს ინტერნეტის ერთ-ერთი მთავარი ტრენდის, „Food Blogging”-ის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა ეკატერინე ონიანმა, ratatui.ge-ს ავტორმა.
პატარა შესვენების შემდეგ ინტერნეტფორუმი განახლდა თემით „ბლოგინგის გამოწვევები საქართველოში“. დისკუსიის შესახებ ერთ-ერთი მონაწილე, დოდი ხარხელი „Digital Avenue”-დან, ამბობს: „ძალიან ცხელი დისკუსია გვქონდა ძირითადად იმ თემაზე, რომ ამ ბოლო დროს ცოტა შეიცვალა ბლოგინგი. ანუ გააჩნია რას დავუძახებთ ბლოგს და ბლოგინგს, იმის მიხედვით შემდეგ შეფასდება გამოწვევები. ანუ ეს არის ტექნიკური პლატფორმა, თუ ეს არის ადამიანები, უბრალოდ, რომლებიც აქტიურობენ ონლაინ თუ სისტემატურად, ამა თუ იმ თემაზე მპოსტავი ადამიანები თუ რა. ძირითადად ამ თემას ეხებოდა ჩვენი დისკუსია. მე ვფიქრობ, რომ ბლოგინგი ამ მიმართულებით განვითარებულია საქართველოში და ყველა აქტიურადაა ჩართული, აფიქსირებს თავის აზრს და აზრი არ აქვს პლატფორმას. თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები და საკმაოდ არგუმენტირებულად გამოხატეს აზრი თემაზე, რომ მაინც საჭიროა გარკვეული კატეგორიზაცია თემებისა და ინფორმაციისა იმისთვის, რომ ის თუნდაც მომხმარებლისთვის გახდეს იოლად მოხმარებადი“.
ფორუმი გაგრძელდა თემით „ღია მმართველობა“ - საინტერესო გამოსვლით, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა და რომელშიც ჯამპსტარტის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და idfi-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სერიოზული დისკუსიები მალე დასრულდა, ვინაიდან შემდეგი გამომსვლელები ცნობილი ინტერნეტაქტივისტები, უფრო სწორად, ინტერნეტტროლები იყვნენ. საბა ლეკვეიშვილი და ნოდარ როკო დავითური ჩიტი.ჯიდან და გერმანე საბო „ასე იტყოდა ზარათუშტრადან“, მოდერატორ ნიკა ქავთარაძესთან ერთად, ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარ პროექტებზე საუბრობდნენ, რაც ძალიან სასიამოვნო და სახალისო გამოვიდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ დროისთვის ფორუმის დაწყებიდან უკვე ოთხსაათ-ნახევარი იყო გასული.
ფორუმის ბოლო სამი პრეზენტაცია ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. პირველი, რაც საინტერესო აღმოჩნდა ბევრი დამსწრესთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში ქართული ინტერენტი დიდად ვერაა განვითარებული, იყო „ბლოგინგი უცხო ენაზე“. ფორუმის პრეზენტატორი იყო გიორგი ჯახაია, რომელიც წლებია აკეთებს რუსულენოვან ბლოგს სუხუმი.ლაივჟურნალ.ქომ. მან ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველმა ბლოგერებმა აითვისონ რუსული პლატფორმები და გაიხსენა, თუ როგორ წერდა ის რუსულად აგვისტოს ომის შესახებ, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ომის შედეგების შესახებ. ასევე გაიხსენა საინტერესო ფაქტი, როცა 2009 წელს, მისი განცხადებით, რუსული სახელმწიფო უწყებების ჩარევით გაითიშა მისი ბლოგები. ინგლისურენოვან ბლოგერებს დისკუსიაზე წარმოადგენდნენ მირიან ჯუღელი, ირინა ქველიძე და თამარ მირიანაშვილი, რომელიც დისკუსიის შესახებ ამბობს: „ჩემი თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რჩევების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ცოტა მოიკოჭლებს ეს სფერო ჩვენთან, უცხო ენაზე ბლოგინგი - ინგლისურად, რუსულად ან სხვა ენებზე. ერთ-ერთი კარგი რჩევა ის იყო, რომ ბლოგი იყოს მულტიავტორული და უფრო წარმატებულიც იქნება“.
ფორუმი სულ 2 პრეზენტაციის შემდეგ დასრულდა. პირველი ბავშვთა შესახებ ბლოგინგს შეეხებოდა და მეორე - სამოქალაქო ჟურნალისტიკას, რომელმაც ასევე არ ჩაიარა მწვავე დისკუსიის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიის თითქმის მეოთხედი იყო დარჩენილი.
თბილისის პირველი ინტერნეტფორუმი კი უკვე დასრულებულია. ორგანიზატორების განცხადებით, ეს ღონისძიება ყოველწლიური იქნება და მომავალ წელს მასში მხოლოდ ქართველი მომხსენებლები არ მიიღებენ მონაწილეობას. მანამ კი თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ ფორუმი, ნახოთ დისკუსიების ჩანაწერები და განაგრძოთ ამ თემების განხილვა საკუთარ ბლოგებზე ან სოციალური მედიის პროფილებზე.
ძირითადად იმ თემაზე, რომ ამ ბოლო დროს ცოტა შეიცვალა ბლოგინგი. ანუ გააჩნია რას დავუძახებთ ბლოგს და ბლოგინგს, იმის მიხედვით შემდეგ შეფასდება გამოწვევები...დოდი ხარხელი

ჩემი თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რჩევების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ცოტა მოიკოჭლებს ეს სფერო ჩვენთან, უცხო ენაზე ბლოგინგი - ინგლისურად, რუსულად ან სხვა ენებზე. ერთ-ერთი კარგი რჩევა ის იყო, რომ ბლოგი იყოს მულტიავტორული და უფრო წარმატებულიც იქნება...თამარ მირიანაშვილი