დაპირისპირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მოსახლეობასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურის წარმომადგენლებმა ჭობისხევში უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს. სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც მოსახლეობის მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და დატვირთული ნივთმტკიცება – გენერატორი და სამუშაო იარაღები - ძირს გადმოყარეს, – ირწმუნება ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი ზვიად ლომსაძე.
ფიზიკური დაპირისპირება სოფელში ადგილობრივებსა და ტყის მცველს შორისაც მოხდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ილია ბლიაძე, რომელიც ჭობისხევის ტყეს ზედამხედველობს, ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებულ იქნა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო და ბორჯომის რაიონული სამმართველო. თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს. რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძეც.
სამართალდამცველებმა 22 მაისის ღამით 6 პიროვნება მუნიციპალიტეტის სამმართველოში გადაიყვანეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები გვიანობამდე ქუჩაში იყვნენ შეკრებილნი. სოფელ ჭობისხევში აქცია 23 მაისსაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ახალგაზრდების დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. ჭობისხევში განმარტავენ, რომ ხე-ტყის მოპოვების გარდა სოფელს სხვა შემოსავალი არ გააჩნია, თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ტყეში არსებული სახერხი საამქროს შესახებ არაფერი იციან.
დაკავებული პირები პოლიციამ უკვე გაათავისუფლა. ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემისა და სხვისი ნივთების დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.