საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის შვიდ-ნახევარი პროცენტით გაიზარდა, რაც ქვეყნის მთავრობას, მის ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საფუძველს აძლევს:
”პირველი კვარტალის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას”.
მთავრობის ასეთ ოპტიმიზმს არ იზიარებს ეკონომისტების გარკვეული ნაწილი. მათი აზრით, იმ პირობებში, როდესაც ბიზნესრეგულაციები სულ უფრო მკაცრდება, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არარეალურად გამოიყურება. ლაპარაკია საკანონმდებლო რეგულაციებზე, შეზღუდვებზე და მონოპოლიების შემოღებაზეც კი. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ საერთაშორისო გადამზიდველებს და საფოსტო მომსახურების კომპანიებს დახურვა ან საქართველოს დატოვება ემუქრებათ მთავრობის მიერ სახელმწიფო ფოსტის მონოპოლიის ამოქმედების შემდეგ. ”საქართველოს ფოსტის” მონოპოლიური ინტერესების შესაბამისად კანონმდებლობის ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა:
”ფოსტა ძალიან ბევრ ქვეყანაში სარგებლობს გარკვეული მონოპოლიებით, რომელიც გამომდინარეობს იმ მომსახურებებიდან, რომლებიც კომერციულად არამიმზიდველია და სახელმწიფო ფოსტა ახორციელებს. ამისთვის მას შემოსავლების დაბალანსება სჭირდება”.
სხვა ქვეყნების მაგალითს და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს იშველიებს მთავრობა და ერთი ხელით მონოპოლიას აყალიბებს, მეორე ხელით კი კონკურენციის ახალ მარეგულირებელს ქმნის. აღნიშნულ სააგენტოს მოკვლევის უფლება მიენიჭება და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე:
”დღევანდელი კანონმდებლობა არის სრულიად თავსებადი ევროკავშირთან, მაგრამ ცვლიან და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პროკურატურასთან და ფინანსურ პოლიციასთან ერთად, იმისათვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ბიზნესზე”.
ამას ემატება სხვა მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის ინიციატივები, მათ შორის, შრომის ინსპექციის აღდგენის საკითხი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგიენკო ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ევროკავშირთან დაახლოების პროცესს ასახელებს შეომის კოდექსზე საუბრისას:
”შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის შექმნა ერთ-ერთი მიმართულებაა, რაშიც ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან. ანუ ის დიდი მიღწევა, რაც იყო შარშან, ამუშავდება სწორად ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის სრულ თანხვედრაში“.
ევროკავშირთან დაახლოების პროცესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განიხილავს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიალოგის გზით უნდა შეეცადოს საკუთარი პოზიციები დაიცვას:
”ახლანდელ მთავრობას ამის სურვილი, მე მგონი, არ აქვს, იმიტომ რომ ისინი უფრო დათმობაზე მიდიან, ვიდრე კონსტრუქციული ახალი გზის მოძებნაზე. როგორც მე ვუყურებ, ის მოთხოვნები, რაც მოდის, კიდევ უფრო გაუარესებული გზით, კიდევ უფრო გამკაცრებულად სრულდება”.
ეს და საქართველოს ეკონომიკის სხვა გამოწვევები იყო განხილვის თემა პირველ მაისს გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით ”თავისუფალი ბაზრის ტური”. თბილისის გარდა, მსგავსი შეხვედრები ევროპისა და კავკასიის 30 ქალაქში ტარდება, რომლებზეც განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფოს ცენტრალიზაცია დერეგულაციის წინააღმდეგ, კონკურენცია საბაზრო სივრცეში ევროკავშირის პერსპექტივიდან და ენერგოდამოკიდებულება ევროპაში.
კონფერენციის ორგანიზატორების აზრით, მაშინ როდესაც საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია მიდიოდეს დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც მომავალში გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მის მომავალზე. ეს თემები ”თავისუფალი ბაზრის ტურის” კონფერენციაზე აქტუალური იყო ერთი წლის წინაც. მაშინ „პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენლის, თამარ კოვზირიძის მიერ გაკეთებული განცხადება დღევანდელობასაც ეხმიანება:
„ჩვენი მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო მოთხოვნები, კონკრეტულად, ევროკავშირის მოთხოვნები, იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და ეკონომიკის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ანუ, თუ ჩვენ იმაზე მეტს გავაკეთებთ და უჭკუოდ გავაკეთებთ, ვიდრე გვთხოვენ, და ისეთ რეგულაციებს შემოვიღებთ, რომლებიც არ გვჭირდება ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი და გვაქვს ამის მაგალითებიც, როდესაც ამან განვითარებას ხელი არ შეუწყო - პირიქით, ხელი შეუშალა“.
ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი ბარიერების, რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღებისას ევროკავშირის მოთხოვნების მომიზეზებაზე მეტად საჭიროა საქართველოს მთავრობამ ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გაზრდაზე იზრუნოს. სწორედ ეს არის მიჩნეული მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საფუძვლად.

დღევანდელი კანონმდებლობა არის სრულიად თავსებადი ევროკავშირთან, მაგრამ ცვლიან და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტი...ზურაბ ჯაფარიძე
სხვა ქვეყნების მაგალითს და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს იშველიებს მთავრობა და ერთი ხელით მონოპოლიას აყალიბებს, მეორე ხელით კი კონკურენციის ახალ მარეგულირებელს ქმნის. აღნიშნულ სააგენტოს მოკვლევის უფლება მიენიჭება და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე:
”დღევანდელი კანონმდებლობა არის სრულიად თავსებადი ევროკავშირთან, მაგრამ ცვლიან და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პროკურატურასთან და ფინანსურ პოლიციასთან ერთად, იმისათვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ბიზნესზე”.
ის დიდი მიღწევა, რაც იყო შარშან, ამუშავდება სწორად ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის სრულ თანხვედრაში...დავით სერგიენკო
ამას ემატება სხვა მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის ინიციატივები, მათ შორის, შრომის ინსპექციის აღდგენის საკითხი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგიენკო ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ევროკავშირთან დაახლოების პროცესს ასახელებს შეომის კოდექსზე საუბრისას:
”შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის შექმნა ერთ-ერთი მიმართულებაა, რაშიც ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან. ანუ ის დიდი მიღწევა, რაც იყო შარშან, ამუშავდება სწორად ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის სრულ თანხვედრაში“.
ევროკავშირთან დაახლოების პროცესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განიხილავს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიალოგის გზით უნდა შეეცადოს საკუთარი პოზიციები დაიცვას:
”ახლანდელ მთავრობას ამის სურვილი, მე მგონი, არ აქვს, იმიტომ რომ ისინი უფრო დათმობაზე მიდიან, ვიდრე კონსტრუქციული ახალი გზის მოძებნაზე. როგორც მე ვუყურებ, ის მოთხოვნები, რაც მოდის, კიდევ უფრო გაუარესებული გზით, კიდევ უფრო გამკაცრებულად სრულდება”.
ეს და საქართველოს ეკონომიკის სხვა გამოწვევები იყო განხილვის თემა პირველ მაისს გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით ”თავისუფალი ბაზრის ტური”. თბილისის გარდა, მსგავსი შეხვედრები ევროპისა და კავკასიის 30 ქალაქში ტარდება, რომლებზეც განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფოს ცენტრალიზაცია დერეგულაციის წინააღმდეგ, კონკურენცია საბაზრო სივრცეში ევროკავშირის პერსპექტივიდან და ენერგოდამოკიდებულება ევროპაში.
ჩვენი მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო მოთხოვნები, კონკრეტულად, ევროკავშირის მოთხოვნები, იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს...თამარ კოვზირიძე