გასული სამუშაო კვირის პირველ დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღე აღინიშნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
გასულ კვირაში პრაღაში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მათი ბოლო შეხვედრა 21 ნოემბერს შედგა, მომდევნო ორი - თებერვალსა და მარტში დაგეგმილი -შეხვედრა კი აღარ გამართულა.16 აპრილს დაგეგმილ შეხვედრამდე ზურაბ აბაშიძე ამბობდა, რომ საუბარი შეეხებოდა ქვეყნის უსაფრთხოების თემატიკას, რასაც ქართველი ექსპერტების ნაწილი ამ ფორმატის შეხვედრისთვის არარელევანტურად მიიჩნევდა. საზოგადოება ”ივერიის” დამფუძნებელმა, ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთი სვლა საქართველოსთვის მხოლოდ წამგებიანი იქნება:
”ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზარალებს, რადგანაც ერთი ერთზე ოკუპანტ ქვეყანასთან ამ საკითხებზე საუბარი არ შეიძლება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო აზრისა და ორგანიზაციების მობილიზება, რათა რუსეთზე განხორციელდეს ზეწოლა ამა თუ იმ საკითხზე. ამისათვის არის შექმნილი ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე სხედან მაგიდის გარშემო”.
გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ვარაუდობდა, რომ ამ შეხვედრისას რუსეთი საქართველოს რაღაც გზავნილს მისცემდა ანდა საქართველოს პოზიციების მოსინჯვას შეეცდებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინი კი ამ შეხვედრაზე რუსეთის პოზიციის გაგების იმედს უკავშირდებოდა.
უკვე 16 აპრილს, პრაღაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა რამდენიმე დაპირება და მათ შორის ისიც, რომ რუსეთი ზეწოლას არ განახორციელებს საქართველოზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჭრილში. თუმცა რის სანაცვლოდ? საქართველოში ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამის სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს. ვარაუდების თანახმად, ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმება, რაც მანამდეც არაერთხელ მოუთხოვია მოსკოვს და ახლაც, ”რია ნოვოსტისთან” საუბრისას, ეს საკითხი გრიგორი კარასინმა ამჯერად ტურიზმის თემას დაუკავშირა:
”იძულებული ვიყავით აღგვენიშნა, რომ, მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების მზარდი ნაკადისა, რჩება შეზღუდვები, დაკავშირებული ე.წ. კანონთან ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. და ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ კანონთან დაკავშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეგვიძლია მოვხსნათ შეზღუდვები და გამაფრთხილებელი რეკომენდაციები, რომელთა ადრესატია საქართველოში ტურისტად ჩასვლის ყველა მსურველი. ამ კანონის გაუქმება, ცხადია, ჩვენი ტურისტების რიცხვის უფრო მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა”.
ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინისგან ოთხშაბათს, მათი მე-6 შეხვედრის ფარგლებში, ისიც შეიტყო, რომ სოფელ აძვის მოსახლეობას სალოცავისა და სასაფლაოს მონახულება აღარ გაუჭირდება. საუბარია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვზე, რომლის მოსახლეობასაც საოკუპაციო რეჟიმი ბოლო დღეების განმავლობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ასევე პრაღის შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის მხარემ დადო პირობა, რომ საპატიმროდან მანამდე გათავისუფლებულ ორ პირს მიემატება კიდევ ერთი პირი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით ასევე რუსეთში იხდიდა სასჯელს.
პრაღაში მოსმენილ დაპირებებს შორის იყო ასევე რეგულარული ავიარეისების თემა - რომ მოსკოვი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით თბილისის შესაბამის უწყებებთან. თუმცა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დასმულ აქცენტებს შორის მაინც ყველაზე საყურადღებო აღმოჩნდა მოსკოვის დაპირება, რომ ის ხელს არანაირად არ შეუშლის საქართველოს ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, რასაც, ბრიუსელის განმარტების თანახმად, საქართველო ივნისში ელოდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი თემა გრიგორი კარასინმა თავისი ინიციატივით წამოსწია. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, ეს თემა მანამდეც განუხილავთ, თუმცა, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით უცვლელია:
„არ ვაპირებთ ამ კანონის გაუქმებას. და, სხვათა შორის, ეს არანაირ ტურიზმს ხელს არ უშლის, რადგანაც ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასულ წელს და წელს კიდევ უფრო გაიზრდება”. თუმცა საქართველოში ბევრს არ სჯერა, რომ რუსეთი საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას მშვიდად დაელოდება, მით უფრო, უკრაინაში განვითარებული პროცესების ფონზე.
ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის განსაკუთრებით საგულისხმო აღმოჩნდა გასულ კვირაში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც პირველად გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის თაობაზე", რომელიც ევროპარლამენტმა ხუთშაბათს დაამტკიცა.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება უკრაინასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებთან არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს მათ ურთიერთობაში ევროკავშირთან. ამ კონტექსტში (ევროპარლამენტი) მიუთითებს, რომ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, როგორც ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუკი ისინი მტკიცედ იცავენ დემოკრატიის პრინციპებს, აღიარებენ თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას”.
გასული კვირის სხვა მთავარ ამბებს რაც შეეხება, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათისთვის, გაათავისუფლეს წინა დღით ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დაკავებული ტელეკომპანია “TV 3”-ის გადამღები ჯგუფის სამი წევრი. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, სადაც სოფლის ეკლესია და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამ დროს ისინი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და მოგვიანებით ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართვის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრები გაათავისუფლეს.
გასულ კვირაში, ხუთშაბათს, პარლამენტმა, 109 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებული, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში აღარ ფიგურირებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი და დისკრიმინაციაზე საზედამხედველო ფუნქცია სახალხო დამცველს ექნება, რის გამოც კანონპროექტს მესამე სექტორი აკრიტიკებდა, საპარალამენტო უმცირესობამაც და უმრავლესობამაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საკმაოდ ემოციური სიტყვა წარმოთქვა:
„უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და, მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში“.
კანონის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე საკომიტეტო მოსმენაზე დეკანოზი დავით ისაკაძე ანათემაზე გადაცემით ემუქრებოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს იმის გამო, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებს განიხილავს. ამის პარალელურად გასულ კვირაში საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციას, ქართულ სიწმინდეებს და ევროკავშირის ხელშეწყობით დაფინანსებული კონცერტების საშუალებით გარყვნილებას ქადაგებენ. ამასთან, ისინი 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, კინოთეატრებში ფილმის ჩვენებას აპირებენ. გარყვნილების პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად საინიციატივო ჯგუფი ამ დღეს ფილარმონიიდან სამების ტაძრამდე მსვლელობას მოაწყობს.
კინოთეატრების „ამირანისა“ და „რუსთაველის“ ადმინისტრაცია ამ დღეს რაიმე დაუგეგმავი ფილმის ჩვენებას გამორიცხავს. ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ 17 მაისს საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილ ფართომასშტაბიან მსვლელობას რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ჯგუფების გააქტიურებასა და სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებას უკავშირებს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რომ საბაბი არავის მიეცეს რაიმენაირი პროვოკაციისათვის, 17 მაისს ორგანიზაცია არავითარ აქტივობას არ გეგმავს და, მეტიც, ორგანიზაცია ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ არ იმუშავებს.