რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი „კონსტრუქციულს“ უწოდებს მოსკოვსა და თბილისს შორის კავშირების ნორმალიზაციის თაობაზე მოლაპარაკების მეექვსე რაუნდს, რომელიც პრაღაში გაიმართა. კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები და ტურიზმი გაუმჯობესდა ჟენევაში 2012 წლის დეკემბერში გამართული მოლაპარაკების პირველი ტურის შემდეგ. კარასინის თქმით, 16 აპრილის მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან 15 აპრილს რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებული სამი ქართველი ჟურნალისტის საკითხი. „სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დაძაბულობის ესკალაციით და კონფრონტაციით არის დაინტერესებულიო“ - დასძინა კარასინმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე ინციდენტს უწოდა ჟურნალისტების „პროვოკაცია“, რადგან ისინი, სამინისტროს მტკიცებით, „დემონსტრაციულად“ გადავიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1