გასული კვირის დასაწყისში, 7 აპრილს, გაზეთმა „პრაიმ ტაიმმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწყოს დესტაბილიზაცია და დაამხოს ხელისუფლება. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, მიზნის მისაღწევად ოპოზიცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების საქართველოში გადმოტანას და ე.წ. ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ქმნიან ეგრეთ წოდებულ ზონდერჯგუფებს და შეისყიდიან საბურავებს. და კიდევ:
„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები. ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ“.
გარდა ამისა, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა და ხელისუფლების შეცვლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ ინტერვიუდან კარგად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მთავრობა და მისი ფორმალური ლიდერი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებას ავალებს:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჭიკაიძე არის რუსული პროპაგანდის ტყვეობაში. ის ფიქრობს, რომ ევრომაიდანი იყო უარყოფითი მოვლენა. პირიქით, ეს იყო მოვლენა, რომლითაც უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული მომავლისთვის იბრძოლა და მეორე მხარეს იყო „ბერკუტი“ და რუსული სპეცსამსახური. ძნელია სერიოზული ლაპარაკი ამ საკითხზე. რა საბურავების შეძენა! პირიქით, ოფისში მდივნები გვეხვეწებიან საბურავები შევიძინოთო, მაგრამ არ ვყიდულობთ, არჩევნებისთვის ვემზადებით, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი თანხმა გვქონდეს რეკლამისა და კოორდინატორებისათვის. რა საბურავები, რის საბურავები!“
გასულ კვირას „ნაცონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერის გარდა, ფიზიკური თავდასხმების მოგერიებაც უწევდათ. საპარლამენტო ოპოზიციის მცდელობას ერთდროულად ხუთ ქალაქში ჩაეტარებინათ ბრიფინგი, პირობითი სახელწოდებით „გაჩერებული საქართველო“, ადგილებზე მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, როგორც დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ინფორმაციას ოპოზიციის ლიდერთა გადაადგილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებდნენ.
ირმა ნადირაშვილის ეს ბრალდებები უარყვეს როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შვიდი პირიც კი დააკავა, თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული ფაქტების შესასწავლად მიმართა იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას, რომლის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კომისიის პირველი შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა, მოვუწოდე ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მათ შორის იმათ, რომლებიც აქტიურობდნენ 10 აპრილს, თავი შეიკავონ მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმ პარტიების შეკრებებზე დასწრებისგან, რომელთა მოსაზრებებიც მათთვის მისაღები არ არისო.
„პარტიებმა უზრუნველყონ პარტიული დისციპლინა, ხოლო ყველა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა“.
თეა წულუკინმა ისიც თქვა, რომ საგამოძიებო ორგანოებისათვის შემუშავდება სპეციალური რეკომენდაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიდში ოპოზიციის წევრთა დაკითხვაზე დაბარების რეგლამენტირებას მოახდენს. ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ არჩევნების წინ გააქტიურებული პოლიცია და პროკურატურა საფრთხეს უქმნის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.
საქმე ის არის, რომ გასულ კვირაში ბრალი წაუყენეს დეპუტატ როლანდ ახალაიას და თბილისის უფლებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სიმამრს, შალვა კილაძეს, რომელიც კომპანია „მანის“ 50 პროცენტიანი წილის მფლობელია.
„მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაჯის ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, 2007-2009 წლებში შპს "მანის" თავდაცვის სამინისტროსათვის და სასაზღვრო პოლიციისათვის მიწოდებული აქვს საწოლები და ლეიბები, ასევე ქ.თბილისის მერიისათვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", წერია ფიანანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო საქართველოს დელეგაციის აქტიური მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაში, რომელზეც რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი განიხილებოდა. 145 მომხრე, 21 წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ასამბლეამ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება 2014 წლის ბოლომდე შეუჩერდა. რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს რუსეთისთვის უფლებამოსილებათა გარკვეულ შეზღუდვებს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ სტრუქტურებსა თუ არჩევნების სამეთვალყურეო მისიებში. რეზოლუციის დამტკიცებას წინ უძღოდა მწვავე დებატები, რომელშიც აქტიურობდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობიდან და უმრავლესობიდან. დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთი საქართველოს მაგალითით ხელმძღვანელობს და კვლავ დაუსჯელობის იმედი აქვს:
”რუსეთი მოელის, რომ ახლა მწვავე მომენტია და რომ რამდენიმე თვეში ყველა დაივიწყებს ყირიმში შეჭრასა და ოკუპაციას. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა მოქმედებისა და იმის ჩვენების დროა, რომ, მართალია, დიალოგი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერასოდეს გამოდგება დაუსჯელობის საფუძვლად. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დიალოგს მუდმივად იყენებს საკუთარი დაუსჯელობის საფუძვლად”.
გასულ კვირაში 25 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწვეტილებით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენები გადაეცათ:
„ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლით, თავგანწირვით შეძლო მაღალი იდეალის, თავისუფლების დაცვა და მოუტანა თავისუფლება თავის თანამემამულეებს“.
გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება ასევე მიპყრობილი იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისკენ, საიდანაც ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსეთის მცირე ზომის თვითმფრინავი შემოფრინდა და, დაახლოებით, 10 წუთი დაყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე „AN 2" ტიპის თვითმფრინავი იყო შემოფრენილი, რასაც აშკარა პროვოკაცია უწოდა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. ინციდენტს სწავლობს საქართველოს საგარეო უწყება, რომელიც აპირებს საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციები და ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა დელეგაცია.

პარტიებმა უზრუნველყონ პარტიული დისციპლინა, ხოლო ყველა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა...თეა წულუკიანი

რუსეთი მოელის, რომ ახლა მწვავე მომენტია და რომ რამდენიმე თვეში ყველა დაივიწყებს ყირიმში შეჭრასა და ოკუპაციას. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა მოქმედებისა და იმის ჩვენების დროა, რომ, მართალია, დიალოგი მართლაც მნიშვნელოვანია...დავით ბაქრაძე