Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოუმზადებელი პროექტი თუ სამინისტროდან მიღებული დირექტივა?!


რაბათის ციხე, ახალციხე
რაბათის ციხე, ახალციხე
ახალციხის ტერიტორიაზე 5 მუნიციპალიტეტი აღარ ჩამოყალიბდება. „მუნიციპალიტეტების გამოყოფის თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. კომისიის წინადადების მიხედვით, მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ორი ერთეული შეიქმნება, ადმინისტრაციული ცენტრით თვითმმართველ ქალაქებში.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის დადგენილების ის პროექტი განიხილეს, რომელიც მუნიციპალიტეტების დაყოფასა და თვითმმართველობის თემის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით შვიდ ქალაქს - გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურს და მცხეთას - მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიებზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემი შეიქმნება, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი საკრებულოს სხდომაზე უკვე გადაწყდა. დეპუტატების უმეტესმა ნაწილმა მხარი ტერიტორიის 5 ერთეულად დაყოფას დაუჭირა. ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებით მოხდა.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ განხილული პროექტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად, შეიქმნება თვითმმართველი ქალაქი ახალციხე, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემი - ახალციხის მუნიციპალიტეტი. ახალციხის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები ქალაქ ახალციხის არსებულ საზღვრებს დაემთხვევა, ხოლო თვითმმართველი თემის საზღვრები ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, ქალაქის საზღვრების გამოკლებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრად კი ქალაქი ახალციხე განისაზღვრება. საკრებულოს დეპუტატის მალხაზ ასპანიძის განცხადებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიღებულ წერილობით განმარტებაში მუნიციპალიტეტის დაყოფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მისი აზრით, ახალციხის ტერიტორიის 5 ერთეულად დაყოფა თითოეული მუნიციპალიტეტის უფრო მეტად განვიათარებას გამოიწვევდა. ურავლის თემის დეპუტატის მალხაზ ასპანიძის განმარტებით, მხარი ამ ვარიანტს სწორედ ამ მოტივით დაუჭირა.
მოუმზადებელი პროექტია და ვფიქრობ, რომ დირექტივას ასრულებენ...
მაკა სუდაძე

ახალციხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 28 მარტს გაიმართა, ტერიტორიის ოპტიმიზაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული საკითხი სოფლებს შორის დიდ დავებსა და პრობლემებს წარმოქმნიდა. საკრებულოს 26 მაჟორიტარი დეპუტატიდან სხდომას სამი მათგანი არ დაესწრო, საკითხის განხილვისას კი ერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ტერიტოტორიის 5 ერთეულად დაყოფას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, დანარჩენმა წევრებმა კი თავი შეიკავეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნოდარ ტალახაძე ამბობს, რომ პროექტს ხმა არ მისცა.

,,მოუმზადებელი პროექტია და ვფიქრობ, რომ დირექტივას ასრულებენ“, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მაკა სუდაძე.

7 თვითმმართველი ქალაქიდან ტერიტორიის რამდენიმე ერთეულად დაყოფას ამ დროისთვის მხარი მხოლოდ ახალციხისა და გორის მუნიციპალიტეტებმა დაუჭირეს. 50–მა ორგანიზაციამ, რომელთა შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიან, საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართა და მოითხოვა, რომ საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ორი ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილება გაითვალისწინოს და მხარი მუნიციპალიტეტის ორზე მეტ ერთეულად დაყოფას დაუჭიროს. ისინი განმარტავენ, რომ სხვა შემთხვევაში რეფორმა, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს, ჩაიშლება.
XS
SM
MD
LG