Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რატომ დატოვა ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა?


იღებდა თუ არა ქრთამს ადიგენის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორი – ამ საკითხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდააუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდა. რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სამკაციანი მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და საჯარო სკოლის ხელმძღვანელები დაკითხა. ძიების დასრულების შემდეგ დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. იღებდა თუ არა ქრთამს ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ვინ დაინიშნა მარეხ დათიაშვილის ადგილას და რას ამბობენ მომხდართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სკოლის ხელმძღვანელები?

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარეხ დათიაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შიდააუდიტის დეპარტამენტმა ადიგენში ინსპექტირება ჩაატარა. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორებისთვის პრემიების სახით გამოყოფილი თანხების მისაკუთრება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდააუდიტის დეპარტამენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო სკოლის დირექტორები დაკითხა. სამკაციანი ჯგუფი პედაგოგებს ინდივიდუალურად გაესაუბრა და მარეხ დათიაშვილის საქმიანობის შესახებ კითხვები დაუსვა. იწერდნენ თუ არა დირექტორები პრემიებს, აიძულებდა თუ არა რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მათ თანხის ნაწილის მიცემას და არღვევდა თუ არა დასაქმებულის უფლებებს მარეხ დათიაშვილი – ამ თემებთან დაკავშირებით გენინსპექციის თანამშრომლებმა პედაგოგებს დოკუმენტაცია შეავსებინეს. სხვა საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად დაიკითხა სოფელ ხევაშენის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ცისანა ობოლაძე.

დირექტორთა ნაწილი დათიაშვილს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მათ სკოლებში ქრთამის აღების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუდმივად ახორციელებდა შუამავლის როლს სკოლებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის. ადიგენის საჯარო სკოლების დირექტორთა ნაწილი ირწმუნება, რომ რესურსცენტრის ყოფილი დირექტორი სკოლების ფინანსურ საქმიანობაში არ ერეოდა. დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ბერიძე ამბობს, რომ რესურსცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან პრობლემები არასდროს ჰქონია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის განმარტებით, წლების განმავლობაში მარეხ დათიაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებზე ზეწოლას ახდენდა. ქეთევან ხმალაძე ირწმუნება, რომ მას აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დახმარებისთვის მიმართა. თია აფრიამაშვილმა უფლებადამცველებს უამბო, როგორ არღვევდნენ მის უფლებებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი და აბასთუმნის სკოლის დირექტორი. ქეთევან ხმალაძის მტკიცებით, სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი დიდი ხნის განმავლობაში შეთანხმებულად მოქმედებნენ.
ადიგენის საგანმანათლებლო რესურცენტრის ყოფილ დირექტორთან „ექოს“ გადამღებმა ჯგუფმა გასაუბრება ვერ მოახერხა. მარეხ დათიაშვილი მთელი დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ კი მობილური ტელეფონიც გამორთო. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადამღებმა ჯგუფმა სახლში მიაკითხა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მარეხ დათიაშვილი, დაახლოებით, 12 წლის განმავლობაში მართავდა. ამ ეტაპზე რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა ოდიკაძე დაინიშნა, რომელსაც დაწესებულებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკავა. მას ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე საჯარო სკოლებში მონიტორინგის განხორციელება ევალებოდა.

შიდა აუდიტის დეპარტამენტიდან ინსპექტირება ჩაატარესო.
ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი.
ნანუკა ოდიკაძეს სკოლების მონიტორინგი ევალება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადიგენის მუნიციპალიტეტის დირექტორთა პრემიებით დაინტერესდა. გენარალური ინსპექციის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი და საჯარო სკოლების პედაგოგები დაკითხეს.

ფინანსურმა სამსახურმა პრემიების აღებასთან დაკავშირებით დაკითხა.
დაწესებულების დირექტორის საქმიანობით განათლებისა და მეცნიერების საფინანსო სამსახური დაინტერესდა და რესურსცენტრში საგამოძიებო საქმიანობა ჩაატარა.
XS
SM
MD
LG