Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი: დეკემბერში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება


კიევი, 2014 წლის 21 თებერვალი
კიევი, 2014 წლის 21 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამა წლის დეკემბერში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მისივე განცხადებით, აღდგება 2004 წლის კონსტიტუცია, შეიკვეცება საპრეზიდენტო ძალაუფლება და დაუყოვნებლივ დაიწყება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ეს არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კონსენსუსი, რასაც უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება უნდა მოჰყვეს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 საათიანი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. მოგვიანებით მათ შეუერთდა რუსეთის ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებში რწმუნებული ვლადიმირ ლუკინი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი ზახარჩენკომ პარასკევს განაცხადა, რომ ბოლო დღეების მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით კი ხუთშაბათს მომხდარ ძალადობას 77-ი კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG