საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ, უკანასკნელი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ბიზნესი წნეხისგან განთავისუფლდა, მაგრამ არის სხვა მოსაზრებებიც, რაც ცალკეული მეწარმეების შევიწროების შესახებ გამოითქმის. ხელისუფლება საწინააღმდეგოს ირწმუნება, თუმცა მსგავს განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკის ზრდის ტემპი და ბიზნესაქტივობის დაბალი დონე.
საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ბიზნესი და მეწარმეები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და რომელთა მიმართ საზოგადოების ცნობადობის ხარისხი მაღალია. იმის გასარკვევად, თუ რომელ ადგილობრივ საწარმოს და მეწარმეს იცნობს და ენდობა მოსახლეობა, რადიო თავისუფლების პრაქტიკანტებმა რიგითი მოქალაქეები გამოკითხეს, რომლებიც ამბობენ:
”ერთადერთი საწარმო, რომელიც მახსენდება, არის მზესუმზირის საწარმო „მაკნატუნა“, იმიტომ რომ რამდენიმე წელია ეს საწარმო ამზადებს მზესუმზირას, რომელიც როდესაც არ უნდა გახსნა, ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე უცხოური”.
მზესუმზირის მწარმოებელი ამ კომპანიის გარდა, გამოკითხულთა უმრავლესობა შოკოლადის პროდუქციის მწარმოებელ საწარმოს, „ბარამბოს“ ასახელებს:
„’ბარამბოს’ შოკოლად ვყიდულობ, მირჩევნია უცხოურს“.
”კი, ვენდობი. ასეთია ქართული საწარმოები, ძირითადად უფრო „ბარამბო“, იმიტომ რომ კარგ შოკოლადს აწარმოებს და ნაყინსაც ამზადებს. ვფიქრობ, რომ ხარისხიანია”.
მოქალაქეების მიერ დასახელებულ ამ საწარმოებს და მათ მფლობელებს სხვადასხვა სახის პრობლემა გაუჩნდათ ბოლო ერთი წლის მანძილზე. ეს იმ დროს, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მეწარმეებს განთავისუფლებას და ხელშეუხებლობას დაჰპირდნენ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა და იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეწარმეებს ხელშეუხებლობა აღუთქვა:
”უკვე დარეგულირებულია ის, რომ ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ხელის ფათურს. ამის გარანტად, გამოგიცხადეთ, მე ვიქნები”.
იმასვე ირწმუნება ივანიშვილის თანაგუნდელი, ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
”ახალი მთავრობის მოსვლისთანავე ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო ზეწოლისგან. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, აღარ მიმდინარეობს ბიზნესზე ზეწოლა, არც ერთი ფაქტი აღარ არსებობს ამის”.
ამ განცხადებების მიუხედავად, ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბიზნესი უსამართლო შევიწროების გამო ჩივის. მათ შორის არის რადიო თავისუფლების რესპონდენტი მოქალაქეების მიერ სანდო კომპანიად დასახელებული მზესუმზირის მწარმოებელი ”მაკნატუნა“. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე კვირაში, ქუთაისში დაფუძნებული ”მაკნატუნას” მესაკუთრემ და თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაშინ თქვა:
”მე ვარ დამფუძნებელი, ერთ-ერთი. ჩემი სახლის სარდაფში დავიწყე ერთი ტომარა მზესუმზირით... შემოვარდნენ ქარხანაში, სერვერი ამოიღეს, რომლის მეშვეობითაც დისტრიბუცია მუშაობს. ამის გამო ოთხი დღე ქარხანა იყო გაჩერებული, 50 ათასი ზარალი განვიცადეთ“.
ამ კომპანიის მსგავსად, სახელმწიფო სტრუქტურებმა პრეტენზიები წაუყენეს გამოკითხული მოქალაქეების მიერ დასახელებულ კომპანიას, ”ბარამბოს”, და მის ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს. ის ორიოდე თვის წინ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი აღმკვეთი ღონისძიების ფორმა შეუცვალეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაპარაკია მისი ერთი კომპანიის მიერ კრედიტის აღებაზე და მეორე კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებაზე, რის გამოც საგამოძიებო ორგანომ ცეზარ ჩოჩელის სახელთან დაკავშირებული ყველა საწარმო დააყადაღა. ცეზარ ჩოჩელი ამბობს:
”ბრალში ვკითხულობდი, რომ თურმე ”შპალმა” აიღო კრედიტი და შეიტანა ”ზედაზენში”, რომ შექმნილიყო და დაფუძნებულიყო. ეს ყოფილა თურმე ფულის გათეთრება და არ ყოფილა ინვესტიცია. პრემიერის მოწოდების შემდეგ, როდესაც ითქვა, რომ ბიზნესი თავისუფლდება წნეხისგან, პირველი ვიყავით, ვინც 5.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ”.
ცეზარ ჩოჩელის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ”ბარამბოს” საწარმოს დაყადაღებას გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. მან აღიარა, რომ კომპანიის მთლიანად დაყადაღება საჭირო არ იყო:
”იქ არის, ჩვენი აზრით, გარკვეული დარღვევები, როდესაც, ვთქვათ, აყადაღებენ მთელ წარმოებას, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ სახელმწიფო ორგანოებს შესაბამისი მექანიზმები აემუშავებინათ მხოლოდ საწარმოს ნაწილზე, წილზე, და არა მთელ საწარმოზე”.
”ბარამბოსა” და ცეზარ ჩოჩელის მონაწილეობით შექმნილი კიდევ ერთი კომპანიის, ”ზედაზენის” მიმართ განხორციელებულ ქმედებებში შერჩევითი სამართლის ნიშნები დაინახეს ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრებმაც. ამ ორგანიზაციის აქტივისტი მერაბ ჯანიაშვილი ყადაღის მექანიზმის მეშვეობით ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობს:
”ის, რომ ცეზარ ჩოჩელის მფლობელობაშია, ამის გამო შეიძლება მიიჩნიეს დამნაშავედ და კანონდამრღვევად, მაგრამ ის ბრალდებები, რაც კომპანიას წაუყენეს, არის აბსურდული და ძალიან სასაცილო. პროკურატურას ხელჩასაჭიდიც არაფერი აქვს, რომ ედავოს, მაგრამ სასამართლოში არის საქმე და ამ „შპალების“ გამო სხვა, მის მიერ დაფუძნებული კომპანიებიც დაყადაღებულია და, როგორც ვიცი, ერთ-ერთი კომპანია, „ბერტა“, უკვე დაკარგა”.
მერაბ ჯანიაშვილის მიერ ნახსენებ კომპანია ”ბერტაში” ძირითადად დასაქმებული იყვნენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც საწარმოს გაჩერების გამო უმუშევრები დარჩნენ. ჯანიაშვილის აზრით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაყადაღებული საწარმოს ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება, რადგან ის ვერც კრედიტს მიიღებს, ვერც რეინვესტირებას შეძლებს და ვერც კომპანიის განვითარებას. შესაბამისად, გაკოტრება გარდაუვალი ხდება.
საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ბიზნესი და მეწარმეები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და რომელთა მიმართ საზოგადოების ცნობადობის ხარისხი მაღალია. იმის გასარკვევად, თუ რომელ ადგილობრივ საწარმოს და მეწარმეს იცნობს და ენდობა მოსახლეობა, რადიო თავისუფლების პრაქტიკანტებმა რიგითი მოქალაქეები გამოკითხეს, რომლებიც ამბობენ:
”ერთადერთი საწარმო, რომელიც მახსენდება, არის მზესუმზირის საწარმო „მაკნატუნა“, იმიტომ რომ რამდენიმე წელია ეს საწარმო ამზადებს მზესუმზირას, რომელიც როდესაც არ უნდა გახსნა, ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე უცხოური”.
მზესუმზირის მწარმოებელი ამ კომპანიის გარდა, გამოკითხულთა უმრავლესობა შოკოლადის პროდუქციის მწარმოებელ საწარმოს, „ბარამბოს“ ასახელებს:
„’ბარამბოს’ შოკოლად ვყიდულობ, მირჩევნია უცხოურს“.
ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ხელის ფათურს. ამის გარანტად, გამოგიცხადეთ, მე ვიქნები...ბიძინა ივანიშვილი
მოქალაქეების მიერ დასახელებულ ამ საწარმოებს და მათ მფლობელებს სხვადასხვა სახის პრობლემა გაუჩნდათ ბოლო ერთი წლის მანძილზე. ეს იმ დროს, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მეწარმეებს განთავისუფლებას და ხელშეუხებლობას დაჰპირდნენ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა და იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეწარმეებს ხელშეუხებლობა აღუთქვა:
”უკვე დარეგულირებულია ის, რომ ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ხელის ფათურს. ამის გარანტად, გამოგიცხადეთ, მე ვიქნები”.
იმასვე ირწმუნება ივანიშვილის თანაგუნდელი, ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
შემოვარდნენ ქარხანაში, სერვერი ამოიღეს, რომლის მეშვეობითაც დისტრიბუცია მუშაობს. ამის გამო ოთხი დღე ქარხანა იყო გაჩერებული, 50 ათასი ზარალი განვიცადეთ..."მაკნატუნას" ერთ-ერთი დამფუძნებელი
ამ განცხადებების მიუხედავად, ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბიზნესი უსამართლო შევიწროების გამო ჩივის. მათ შორის არის რადიო თავისუფლების რესპონდენტი მოქალაქეების მიერ სანდო კომპანიად დასახელებული მზესუმზირის მწარმოებელი ”მაკნატუნა“. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე კვირაში, ქუთაისში დაფუძნებული ”მაკნატუნას” მესაკუთრემ და თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაშინ თქვა:
”მე ვარ დამფუძნებელი, ერთ-ერთი. ჩემი სახლის სარდაფში დავიწყე ერთი ტომარა მზესუმზირით... შემოვარდნენ ქარხანაში, სერვერი ამოიღეს, რომლის მეშვეობითაც დისტრიბუცია მუშაობს. ამის გამო ოთხი დღე ქარხანა იყო გაჩერებული, 50 ათასი ზარალი განვიცადეთ“.
ის ბრალდებები, რაც კომპანიას წაუყენეს, არის აბსურდული და ძალიან სასაცილო. პროკურატურას ხელჩასაჭიდიც არაფერი აქვს, რომ ედავოს, მაგრამ სასამართლოში არის საქმე და ამ „შპალების“ გამო სხვა, მის მიერ დაფუძნებული კომპანიებიც დაყადაღებულია...მერაბ ჯანიაშვილი