ხატია ბუნიათიშვილის გამორჩეული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს და ის სულ ექვსი წლის იყო, როცა პირველად დაუკრა ორკესტრთან ერთადო, ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ახალგზარდა ქართველ პიანისტს ეთმობა პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის, "პრაღის გაზაფხულის" პროგრამაში. ხატია ბუნიათიშვილმა პირველად დაუკრა ამ ფესტივალზე - 28 მაისს გაიმართა მისი და ფრანგი მევიოლინე რენო კაპუსონის კონცერტი. თუმცა, როგორც პიანისტმა კონცერტის შემდეგ ჩვენთან საუბარში გაიხსენა, მას ადრეც დაუკრავს პრაღაში - პირველად ამ 10-12 წლის წინ, თავის დასთან ერთად. დღეს ხატია ბუნიათიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად არის აღიარებული - ინტერნეტში, თუ ტრადიციულ მედიაში გაეცნობით უამრავ მასალას, ინფორმაციას კონკურსებზე და კონცერტებზე მისი წარმატებების
შესახებ. ხატია ბუნითიშვილთან საუბარი, რომელიც პრაღაში, ქართულ რესტორანში გაიმართა (ამით აიხსნება ხმაურიანი ფონი, რომლისთვისაც ბოდიშს გიხდით), მუსიკოსს ვკითხე, რა არის საჭირო მრავალ ნიჭიერ მუსიკოსს შორის ადგილის დასამკვირდებლად, გამორჩეულ პიანისტად აღიარების მოსაპოვებლად.ხატია ბუნიათიშვილი: მთავარია, ადამიანს არ ჰქონდეს შიში, თავი გამოხატოს ისეთად, როგორიც არის
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1