საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკა ასათიანს გერმანული კომპანია ”მერსედესის” საქართველოს წარმომადგენლობაში (შპს ”აკა”-ში) მის მფლობელობაში არსებული 20%-იანი წილი ჩამოერთვა და ასათიანების ოჯახის ყოფილ პარტნიორს, დავით ძოწენიძეს გადაეცა. მაკა ასათიანის წარმომადგენელი, ადვოკატი დიმა გაბუნია, ამ ამბავს ტელეკომპანია ”მაესტროს” წინააღმდეგ მიზანმიმართულ ფაქტად აფასებს. როგორც ცნობილია, ასათიანი ”მაესტროს” 25% წილის მფლობელია. დღეს სწორედ ასათიანი ფარავს ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. გაბუნია რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართავს და დავით ძოწენიძის წინააღმდეგ მის მიერ სხვისი ფულადი სახსრების მითვისების გამო საქმის აღძვრას მოითხოვს.
დიმა გაბუნია უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას, რომლითაც მაკა ასათიანს გერმანული ფირმა ”მერსედესის” საქართველოს წარმომადგენლობაში - შპს ”აკაში” - 20%-იანი წილი ჩამოერთვა, უპრეცენდენტოს უწოდებს. კერძო პირმა დავით ძოწენიძემ, რომელიც წლების წინ ასათიანების ოჯახის ბიზნესპარტნიორი იყო და 1996 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ”აკას” დირექტორის თანამდებობა, 2007 წლიდან საკუთარი წილისათვის ბრძოლა დაიწყო და სასამართლოსაც მიმართა. დიმიტრი გაბუნია დღეს აცხადებს, რომ ძოწენიძის გააქტიურება საეჭვოდ ემთხვევა მაკა ასათიანის მწვავე განცხადებებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ”მაესტროს” წილის ყიდვას.
”ჩვენი აზრით, მავანნი დავით ძოწენიძის მეშვეობით ეცადნენ მაკა ასათიანის წილის წართმევას. როგორც იცით, მაკა ასათიანი ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია, ამიტომ ვუკავშირებთ ამ ფაქტს სწორედ ”მაესტროს” და იმას, რომ ტელევიზია აქამდე არ გაითიშა და კვლავაც მაუწყებლობს. მან იყიდა შენობა, აპარატურა და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრისთვის ზიანის მიყენების მიზნით დაიწყო შეტევა მაკა ასათიანზეც.”
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, გამოჩნდა კიდევ ერთი პიროვნება, ვინმე კალანდია, რომელიც სასამართლოს გზით შპს ”აკას” კიდევ 20%-იან წილს ითხოვს, სასამართლო კი 7 მარტსაა ჩანიშნული. ”აკას” წილები და მთლიანად ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, დღეს მთლიანად დაყადაღებულია. შეგახსენებთ, უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ასათიანების ოჯახი იყო, - კერძოდ, თავად მაკა ასათიანი, მისი დედა და და.
”დიდი ალბათობით, ეს საკუთრება, შესაძლოა, მაკა ასათიანს ჩამოერთვას”, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი დიმიტრი გაბუნიამ მედიას დავით ძოწენიძის შესახებ აქამდე გაუხმაურებელი ინფორმაცია მიაწოდა:
”ჩვენი ინფორმაციით, დავით ძოწენიძემ ”მერსედესის” საქართველოს წარმომადგენლობაში დიდი ფული გაფლანგა და, სხვა პარტნიორების გადაწყვეტილებით, მას უნდა დაეტოვებინა პარტნიორთა რიგები. ასეც მოხდა, თუმცა მაშინ ეს ამბავი სამართალდამცველებისათვის არ უცნობებიათ. რადგან დღეს მისი მეშვეობით გარკვეული პირები ცდილობენ მაკა ასათიანისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას, ჩვენ დღეს მთავარ პროკურატურას დავით ძოწენიძის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით მივმართავთ.”
გაბუნია აცხადებს, რომ რა ფორმითაც უნდა მოხდეს ასათიანის ნებისმიერ აქტივზე თავდასხმა, ის მაინც განაგრძობს ”მაესტროს” დაფინანსებას”. იმავე შემართებითაა ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტიც, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ მაკა ასათიანისათვის წილების წართმევის პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს:
”პრობლემები მაკა ასათიანს „მაესტროში“ გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ზეწოლაა მასზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ”მაესტრო” გაჩერებას არ აპირებს, თუ არ დაგვარბევენ. ცხადია, თუ დაგვჭირდა, უხელფასოდაც ვიმუშავებთ.”
”მერსედესის” წარმომადგენლობის სახელით ადვოკატი როინ მიგრიაული აცხადებს, რომ კომპანიისათვის გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ხანდაზმულობის 12 წლიანი ვადა და გადაწყვეტილება ძოწენიძის სასარგებლოდ გამოიტანა. გამორიცხული არ არის, ამბობს მიგრიაული, ეს საქმე საერთაშორისო სკანდალად იქცეს და ”მერსედესმა” საქართველოში ინვესტირება შეწყვიტოს:
”დღეს არა, მაგრამ მომავალში არსებობს ეს საფრთხე, რადგან შესაძლოა ინვესტიციები შეფერხდეს და ”მერსედესის” ცენტრის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ანუ აღარ შემოვიდეს მანქანები. არადა, ”მერსედესის” ცენტრი ერთადერთია, რომელსაც შემოჰყავს ორიგინალი ავტომობილები და მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით ყიდის. ანუ ჩათვალეთ, რომ აღარ იარსებებს ”მერსედესის” ავტომობილების იმპორტის შესაძლებლობა საქართველოში.”
მაკა ასათიანის ადვოკატი კი, საქართველოს პროკურატურის გარდა, რეაგირებისათვის მიმართავს ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველს, რათა მან დეტალურად შეისწავლოს საკუთრების ჩამორთმევის საკითხი.
რაც შეეხება დავით ძოწენიძის პოზიციას, რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა მის ადვოკატს, ლადო სანიკიძეს, მაგრამ მან ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.
დიმა გაბუნია უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას, რომლითაც მაკა ასათიანს გერმანული ფირმა ”მერსედესის” საქართველოს წარმომადგენლობაში - შპს ”აკაში” - 20%-იანი წილი ჩამოერთვა, უპრეცენდენტოს უწოდებს. კერძო პირმა დავით ძოწენიძემ, რომელიც წლების წინ ასათიანების ოჯახის ბიზნესპარტნიორი იყო და 1996 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ”აკას” დირექტორის თანამდებობა, 2007 წლიდან საკუთარი წილისათვის ბრძოლა დაიწყო და სასამართლოსაც მიმართა. დიმიტრი გაბუნია დღეს აცხადებს, რომ ძოწენიძის გააქტიურება საეჭვოდ ემთხვევა მაკა ასათიანის მწვავე განცხადებებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ”მაესტროს” წილის ყიდვას.
”ჩვენი აზრით, მავანნი დავით ძოწენიძის მეშვეობით ეცადნენ მაკა ასათიანის წილის წართმევას. როგორც იცით, მაკა ასათიანი ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია, ამიტომ ვუკავშირებთ ამ ფაქტს სწორედ ”მაესტროს” და იმას, რომ ტელევიზია აქამდე არ გაითიშა და კვლავაც მაუწყებლობს. მან იყიდა შენობა, აპარატურა და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრისთვის ზიანის მიყენების მიზნით დაიწყო შეტევა მაკა ასათიანზეც.”
პრობლემები მაკა ასათიანს „მაესტროში“ გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ზეწოლაა მასზე ...მამუკა ღლონტი
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, გამოჩნდა კიდევ ერთი პიროვნება, ვინმე კალანდია, რომელიც სასამართლოს გზით შპს ”აკას” კიდევ 20%-იან წილს ითხოვს, სასამართლო კი 7 მარტსაა ჩანიშნული. ”აკას” წილები და მთლიანად ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, დღეს მთლიანად დაყადაღებულია. შეგახსენებთ, უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ასათიანების ოჯახი იყო, - კერძოდ, თავად მაკა ასათიანი, მისი დედა და და.
”დიდი ალბათობით, ეს საკუთრება, შესაძლოა, მაკა ასათიანს ჩამოერთვას”, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი დიმიტრი გაბუნიამ მედიას დავით ძოწენიძის შესახებ აქამდე გაუხმაურებელი ინფორმაცია მიაწოდა:
”ჩვენი ინფორმაციით, დავით ძოწენიძემ ”მერსედესის” საქართველოს წარმომადგენლობაში დიდი ფული გაფლანგა და, სხვა პარტნიორების გადაწყვეტილებით, მას უნდა დაეტოვებინა პარტნიორთა რიგები. ასეც მოხდა, თუმცა მაშინ ეს ამბავი სამართალდამცველებისათვის არ უცნობებიათ. რადგან დღეს მისი მეშვეობით გარკვეული პირები ცდილობენ მაკა ასათიანისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას, ჩვენ დღეს მთავარ პროკურატურას დავით ძოწენიძის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით მივმართავთ.”
გაბუნია აცხადებს, რომ რა ფორმითაც უნდა მოხდეს ასათიანის ნებისმიერ აქტივზე თავდასხმა, ის მაინც განაგრძობს ”მაესტროს” დაფინანსებას”. იმავე შემართებითაა ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტიც, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ მაკა ასათიანისათვის წილების წართმევის პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს:
შესაძლოა ინვესტიციები შეფერხდეს და ”მერსედესის” ცენტრის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ანუ აღარ შემოვიდეს მანქანები ...როინ მიგრიაული