ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პედრიგ მერფი - თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან - დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევმა მიიღო. შეხვედრას თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი ესწრებოდნენ. თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჟენევის დისკუსიის მომდევნო, მე–19 შეხვედრის დღის წესრიგის შესათანხმებლად ჩავიდნენ.
ბორის ჩოჩიევის აზრით, ჟენევის ფორმატმა უნდა იმუშაოს კონკრეტულ შედეგზე, რაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოებას, დევნილების პრობლემებსა და სხვა სოციალურ საკითხებს ეხება. ჩოჩიევმა საქართველოს მიერ ინიცირებულ ნეიტრალურ პასპორტებზეც ისაუბრა. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების ფორმატზე ნეგატიურად აისახება. ოსურმა მხარემ შეხვედრაზე სამი დაკავებულის - ვალიევის, ზასეევისა და კაბისოვის– გადაცემის საკითხი დააყენა. ამ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების გამო სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ ისინი უსამართლოდ არიან დაკავებულები და ქართულ მხარეს მოუწოდებს,თუ არ გადმოსცემს, მათ სასჯელი მაინც შეუმსუბუქდეთ.
ჩოჩიევის აზრით, ბევრად პროდუქტიულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების საქმიანობა. ამ ფორმატში მხარეებმა უკანასკნელ ხანებში დაკავებულები არაერთხელ გაცვალეს.
ბორის ჩოჩიევი ითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ლექსიკონიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“. ამ საკითხის დაყენებას ოსური მხარე მომავალ შეხვედრაზეც მოითხოვს.
თავის მხრივ, ფილიპ ლეფორმა ჟენევის დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფორმატში უსაფრთხოების სტაბილურობისა და ჰუმანიტარული ხაზით კონსტრუქციული შედეგების მიღწევა შესაძლებელია.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრებს თბილისშიც გამართავენ.
ბორის ჩოჩიევი ითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ლექსიკონიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ ...