საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ეკონომიკურსა და პოლიტიკურ განვითარებას იმ დროს, როდესაც საქართველო „საარჩევნო პროცესში შედის“.
2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ნულანდმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
„ეს თანამშრომლობა ეფუძნება წარმატებულ პროგრამებს, რომლებიც უკვე შევიმუშავეთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს მისი არმიის რეფორმირებაში. ასეთ პროგრამებს ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ბევრი მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო სტრუქტურებისთვის, მათი თავდაცვის მოდერნიზებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, რათა დავეხმაროთ მათ საკუთარი თავის დაცვაში. ასე რომ, ჩვენ თავდაცვაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
2 თებერვალს გავრცელდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის განცხადება, რომლის თანახმად საქართველოსათვის აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდება „კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.“