Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის აკუნინი: „პუტინმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა კაცია და აზროვნების რა დონე აქვს“


ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი
მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში პოპულარულია თავისი დეტექტიური რომანებით, რომლებსაც, როგორც გაირკვა, საინტერესოდ მიიჩნევს რუსეთის პრემიერ-მინისტრიც. ვლადიმირ პუტინმა, როცა ის საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე ოპოზიციის შესახებ ლაპარაკობდა, ბორის აკუნინის მოქმედება, პოლიტიკური პოზიცია მის ეთნიკურ წარმოშობას, ქართველობას დაუკავშირა. ბორის აკუნინს, იმავე გრიგორი ჩხარტიშვილს, ჩვენი რადიოს რუსული სამსახური გაესაუბრა.
ასეთი შეხვედრა, თუკი ის შედგა, მხოლოდ მაშინ იქონიებს აზრს, თუ ის სრულიად ღია იქნება ...

ბორის აკუნინი სკეპტიკურადაა განწყობილი შესაძლებლობის მიმართ, რომ ვლადიმირ პუტინი ოპოზიციის წარმომადგენლებს, კერძოდ, მას შეხვდება. აი, მისი არგუმენტიი:

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ეტაპზე ასეთი შეხვედრა შედგეს. ეს, მგონია, ვლადიმირ პუტინმა, უბრალოდ, სიტყვის მასალად თქვა. რატომ მოაწყობს შეხვედრას ადამიანებთან, რომლებიც მას უსიამოვნო რამეებს ეტყვიან?!“
მას ასე ასწავლეს იმ სპეციალურ სკოლაში - ეს არის ოპონენტის გაშავების ხერხი. მე ამით ვერ გამაშავა. კარგი, ქართველი ვარ, მერე რა?...

პუტინი რომ ის ადამიანია, რომელსაც აზრს ვერ შეაცვლევინებ, ყველამ იცის. რას ფიქრობს ბორის აკუნინი, შეიძლება პრემიერი რამეში დაარწმუნო? ბორის აკუნინმა იცის, რომ ეს შეუძლებელია, შეხვედრისგან ის სხვა რამეს ელის.:

„ასეთი შეხვედრა, თუკი ის შედგა, მხოლოდ მაშინ იქონიებს აზრს, თუ ის სრულიად ღია იქნება, თუ ყველა სიტყვა, რომელსაც იქ წარმოთქვამენ, საჯაროდ გახდება ცნობილი. ეს უკვე თავისთავად იქნება საინფომაციო მოვლენა“, ამბობს მწერალი, რომელიც იქვე აღიარებს, პუტინი რა დასკვნას გააკეთებს, ვერ შევიტყობთო. იმაზე რაღას ფიქრობთ, პუტინმა თქვენი პოლიტიკური პოზიცია თქვენს ეთნიკურ წარმოშობას, ქართველობას, რომ დაუკავშირა? - იყო შეკითხვა, რომელზეც აკუნინმა უპასუხა:

„გულწრფელად გეტყვით, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მას ასე ასწავლეს იმ სპეციალურ სკოლაში - ეს არის ოპონენტის გაშავების ხერხი. მე ამით ვერ გამაშავა. კარგი, ქართველი ვარ, მერე რა? ეს მან გადაკვრით თქვა, რომ რადგან ქართველი ვარ, ვარ ვითომ რუსეთის მტერი. არა მგონია, ნორმალური ადამიანები ამას სეროზულად უყურებდნენ. ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რა კაცია და აზროვნების რა დონე აქვს.“

ხომ არ გეჩვენებათ, რომ პუტინმა მოახერხა ყველა შეხვედრა, რომელიც ჟურნალისტებსა თუ კულტურის წარმომადგენლებთან გამართა, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა? იგივე ხომ არ განმეორდება ახლაც? - ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა ბორის აკუნინს, ქართული წარმოშობის რუს მწერალს. ბორის აკუნინს ამის არ ეშინია, ის ფიქრობს, რომ რასაც პუტინი ახლა გააკეთებს, ყველაფერი მასვე მოუტანს ზიანს:

„სისტემამ ისეთი დეგრადაცია განიცადა, რომ ის იმავე ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. გეფიცებით, ისეთი განცდა მაქვს, რომ პუტინის ისტორიული ხანა სრულდება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG