რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი. მან ილაპარაკა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე 2012 წელს ნადირობის სეზონზე კვოტების დაწესების შესახებ. ირაკლი მაჭარაშვილმა თქვა, რომ ეს კვოტები არ ეყრდნობა არანაირ კვლევას და რომ ეს პირველი ნაბიჯია გადაშენების წინაშე მდგარ ცხოველებზე ნადირობის დაშვებისა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1