Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი საავადმყოფო ადიგენში


მთავრობის ჰოსპიტალური განვითარების გეგმაში საავადმყოფოების აშენება და მათი უახლესი სტანდარტებით აღჭურვა შედის. სამცხე–ჯავახეთში, ამ პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,იმედი–ელი“ 80 ადგილიან საავადმყოფოს ადიგენში აშენებს. კომპანიამ აშენების უფლება ტენდერის საფუძველზე მოიპოვა. როგორც „იმედი-ელის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი კახა ბერიძე განმარტავს, მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია, მხოლოდ საბოლოო დეტალებია დარჩენილი.

ახალი საავადმყოფოს პრეზენტაცია წლის ბოლომდე მოხდება. მას სამშენებლო კომპანია „ჯენერალ კონტრაშენი“ 2010 წლის გაზაფხულიდან აშენებს. როგორც „იმედი-ელში“ ამბობენ, ახალ საავადმყოფოში გადამზადებული მედპერსონალი იმუშავებს. ის ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფო კარგია, თუმცა მნიშვნელოვანი მედპერსონალთა კვალიფიკაციაა.
საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური განვითარების გეგმის ფარგლებში, „იმედი–ელი“ ქვეყნის მასშტაბით სულ 11 საავადმყოფოს აშენებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი ტატალაშვილი აცხადებს, რომ 2011 წლის მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ამ სავადმყოფოს გახსნაა.
სამცხე–ჯავახეთში ტენდერში ორმა სადაზღვევო კომპანიამ – „იმედი-ელმა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა. ადიგენსა და ბაკურიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მრავალპროფილიან საავადმყოფოებს „იმედი–ელი“ და „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აშენებენ.
XS
SM
MD
LG