იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში - თერჯოლაში, ზესტაფონსა და ტყიბულში - ჰოსპიტალური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი საავადმყოფოები გაიხსნა. როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ქუთაისისა და იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგისვანიძე განმარტავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და 2012-13 წლებში რეფერალური სამედიცინო დაწესებულებები იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში იმუშავებს. დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ქუთაისში ორი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა და 2012 წლის 1 ივნისს იგეგმება ქუთაისში სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე 100 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოსა და ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მესამე კორპუსის გახსნაც. ექიმთა ასოციაციის ქუთაისისა და იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მომავალი წლიდან დაიწყება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 67 წელს გადაცილებულ პენსიონერთა დაზღვევაც, რაც სამედიცინო მომსახურებას ხელსაყრელს გახდის.
რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს. როგორც რესპონდენტები ამბობენ, სოციალური პრობლემების ფონზე ჯანმრთელობის დაზღვევა აქტუალური არ არის. ჯანმრთელობა დაზღვეული აქვთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. მათი თქმით, სამსახური თავად ურჩევს სადაზღვევო პაკეტსა და კომპანიას. ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობენ ქუთაისელი პედაგოგები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ხშირად უხარისხო მომსახურებას უჩივიან.
რეფერალური საავადმყოფოების აშენებამდე იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებს კუთვნილი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ქუთაისში სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის უწევთ სიარული. რამდენიმე დაწესებულებისთვის მიკითხვა ხშირად ერთ დღეში შეუძლებელია და მოსახლეობა დამღლელი პროცედურების გამო იძულებულია საერთოდ უარი თქვას სადაზღვევო პროგრამით სარგებლობაზე.